ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ირაკლი კოვზანაძე:  94-ე მუხლის კონსტიტუციაში არსებობით  ინვესტორები მშვიდად არიან
6 ივნისი, 2017, 21:09
ირაკლი კოვზანაძე:  94-ე მუხლის კონსტიტუციაში არსებობით  ინვესტორები მშვიდად არიან

თბილისი (GBC) - „კონსტიტუციის ახალი პროექტის  ზოგადი პოზიტიური შეფასება მდგომარეობს იმაში, რომ იგი მოცულობით უფრო კომპაქტური, შეკრული  და ამ კუთხით, უფრო ეფექტური გახდა”, - ასეთია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის  შეფასება კონსტიტუციის ახალი პროექტისადმი, რომლის განხილვაც დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მონაწილეობით გაიმართა.

ცვლილებების ეკონომიკურ ნაწილთან დაკავშირებით ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა, რომ წარმოდგენილ პროექტში პარლამენტის ფუნქციონირების და დათხოვნის საკითხი აღარ იქნება დამოკიდებული სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცება-დაუმტკიცებლობაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, კოვზანაძის თქმით,  პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის, რომ ცვლილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციის მნიშვნელობის ზრდას უსვამს ხაზს, ხოლო ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას მეტ ლეგიტიმაციას მატებს.

რაც შეეხება კონსტიტუციის სადავო  94-ე მუხლს, როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ამ მუხლის კონსტიტუციაში არსებობით  ინვესტორები მშვიდად არიან.

„ეს ნიშნავს, რომ გადასახადების ზრდასთან დაკავშირებით პრობლემა არ არის. 94-ე მუხლი კონსტიტუციაში ინვესტორებს მოსწონთ, თუმცა ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ეკონომიკა იზრდებოდეს,“ - ასეთია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოზიცია.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კონსტიტუციის ცვლელებებთან დაკავშირებით ვრცელი და არგუმენტირებული შენიშვნები წარადგინა, მათ შორის, ეროვნული ბანკის სახელმწიფო აუდიტის მხრიდან შემოწმებასთან დაკავშირებით, რასაც   პარლამენტის თავმჯდომარე დაეთანხმა. ამ ცვლილებების გაზიარებით კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილებების პაკეტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

 

 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები