ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს აეროპორტები 5 თვეში 1 224 010 მგზავრს მოემსახურა
6 ივნისი, 2017, 16:48
საქართველოს აეროპორტები 5 თვეში 1 224 010 მგზავრს მოემსახურა

თბილისი (GBC) - საქართველოს აეროპორტებს მგზავრთნაკადი მკვეთრად, 47% გაეზარდა.

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ცნობით, 5 თვეში საჰაერო გზით 1 224 010 პირმა იმგზავრა, თითქმის 400 000-ით მეტმა, ვიდრე შარშან.

42.96%-ით არის გაზრდილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი, ტერმინალმა 1 005 605 მგზავრი გაატარა.

94% -ით გაეზარდა მგზავრები ქუთაისის აეროპორტს, რომლითაც 5 თვეში  143 546 მგზავრმა ისარგებლა.

ზრდაა ბათუმშიც 33%-იანი. ზღვისპირა ქალაქის აეროპორტმა, არაპიკურ პერიოდში, 72 516 მგზავრს უმასპინძლა.

პოზიტიურია სტატისტიკა მესტიის აეროპორტშიც, სადაც მგზავრთნაკადი თითქმის გაორმაგებულია,  2343-მდე. ამბროლაურის ახლადგახსნილმა ტერმინალმა, არაპიკურ სეზონზე, უკვე 324 მგზავრი მიიღო. 

5 თვის  განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში განხორციელდა 6 739 სამგზავრო და სატვირთო რეისი (5 380 რეგულარული და 1 359 ჩარტერული), რაც 39,12%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული რეისების რაოდენობას (4 844).

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 13,64%-ით იმატა საქართველოს საჰაერო სივრცის გამოყენების რაოდენობამ (2016 წელს - 47 136 ერთეული გადაფრენა, 2017 წელს - 53 567  ერთეული გადაფრენა).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები