ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ფინანსთა სამინისტრო ივნისში, ბიუჯეტში 800 მილიონის მობილიზებას ელის
6 ივნისი, 2017, 15:48
ფინანსთა სამინისტრო ივნისში, ბიუჯეტში 800 მილიონის მობილიზებას ელის

თბილისი (GBC) -  ფინანსთა მინისტრის მოადგილე 6 თვეში ბიუჯეტის შემოსულობების 104%-ით შესრულებას პროგნოზირებს. 

გიორგი კაკაურიძე ამბობს, რომ შეფერხება არ არსებობს, უფრო მეტიც, დაგეგმილთან შედარებით მაღალი ტენდენციაა საგადასახადო შემოსავლების 5 თვის შესრულების მიხედვით. ნაერთ ბიუჯეტში საგადასახადო შემოსავლების 6 თვის გეგმით განსაზღვრული 4 505,0 მლნ ლარიდან, 5 თვეში შემოსული თანხა შეადგენს 3 887,7 მლნ ლარს (86,3%).

გადაჭარბებითაა შესრულებული საგადასახადო შემოსავლების პირველი კვარტლის გეგმაც როგორც ნაერთ ბიუჯეტში (გადაჭარბება 163,4 მლნ ლარი), ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში (გადაჭარბება 177,3 მლნ ლარი)

ფინანსთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, ივნისის თვეში, მოსალოდნელია 800,0 მლნ ლარამდე თანხის მობილიზება, რის გათვალისწინებითაც 6 თვის შესრულება იქნება გეგმის 104%-ზე მეტი; იგივე ტენდენციაა სახელმწიფო ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლების შესრულების მიმართულებით, აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე 6 თვის გეგმის შესრულება სახელმწიფო ბიუჯეტშიც 104%-ზე მეტი იქნება.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, 6 თვის გეგმასთან მიმართებაში გადაჭარბებით შესრულდება არამხოლოდ საგადასახადო შემოსავლები, არამედ მთლიანად სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი შემოსავლები, ასევე, არაფინანსური აქტივების კლების მუხლით (პრივატიზაცია) დაგეგმილი შემოსავლები.

მისი თქმით, გასული თვეებისგან განსხვავებით, ივნისში დაგეგმილია მსოფლიო ბანკისგან ბიუჯეტის მხარდამჭერი კრედიტის მიღება, რომლის პირველი ტრანშის მისაღებად საჭირო სარატიფიკაციო დოკუმენტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში და განიხილება მომდევნო სასესიო კვირას. აღნიშნული დოკუმენტის რატიფიცირების შემდგომ მოხდება 47,2 მლნ ევროს ჩამორიცხვა.

" რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, 6 თვის გეგმასთან მიმართებაში შესრულება მაღალი იქნება (90%-ზე მეტი), თუმცა ზოგიერთ პროგრამაში შესაძლებელია იყოს მცირე ჩამორჩენა, რაც წლიური გეგმის 3-4%-ის ფარგლებში იქნება და მათი ათვისება განხორციელდება წლის მეორე ნახევარში. ხარჯვით ნაწილში, ასევე, აღსანიშნავია, რომ მაქსიმალურადაა შეზღუდული ადმინისტრაციული ხარჯები, რის შედეგადაც ნაერთი ბიუჯეტიდან შრომის ანაზღაურების ნაწილში 2017 წლის 5 თვის განმავლობაში 25,0 მლნ ლარით ნაკლები დაიხარჯა, ვიდრე წინა წლის ანალოგიურ პერიოდში“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები