ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
 მესტიაში ჰესების მშენებლობაში 65 მილიონი დოლარი დაიხარჯება
6 ივნისი, 2017, 15:14
 მესტიაში ჰესების მშენებლობაში 65 მილიონი დოლარი დაიხარჯება

თბილისი (GBC) - სვანეთში, ჰესების კასკადის „მესტიაჭალა1“ და „მესტიაჭალა2“   მშენებლობა დაიწყო.

პროექტს BGEO-ს შვილობილი „საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია“, ავსტრიულ RP Global Investment-თან ერთად ახორციელებს. 

ჰესების დადგმული სიმძლავრე 50 მგვტ-ი იქნება, ხოლო პროექტის საინვესტიციო ღირებულება 65 მლნ აშშ დოლარია. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში 50-მდე ადგილობრივი დასაქმდება.

„თითოეული ასეთი ენერგოობიექტი არის ერთი ნაბიჯით წინ წაწევა ჩვენი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და სასურველი მიზნისკენ. თითოეული ენერგოობიექტი  ჩვენს დღევანდელობაში, ჩვენი პროგრესის გზაზე, არის მნიშველოვანი  და საჭირო, მეტიც დროული დახმარება ეკონომიკის განვითარებისა და დასაქმების მიმართულებით“, - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა და აღნიშნა, რომ   ამ კასკადის მშენებლობის ფონზე განვითარდება არა მარტო მიმდებარე ტერიტორია და დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა, არამედ უზრუნველყოფილი იქნება მეტე უსაფრთხოება, დამონტაჟდება შესაბამისი აპარატურა,  მოეწყობა მდინარის ნაპირსამაგრები, ჩატარდება მეწყერის პრევენციის შესაბამისი სამუშაოები.

BGEO GROUP-ის  გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განახლებადი ენერგიის დიდ პოტენციალს გაუსვა ხაზი, აღნიშნა, რომ  მესტიაში, ჰესების მშენებლობა შეადგენს საქართველოში „ბიჯეო“ ჯგუფის განახლებადი ენერგიის პლათფორმის ნაწილს.

მშენებლობა განხორციელდება დარგში არსებული თანამედროვე ტექნიკური მიღწევების სრული გამოყენებით, კაშხლის მოწყობისა და მდინარის დაგუბების გარეშე, სადაწნეო მილსადენის პრინციპით, რაც გამორიცხავს პროექტის მნიშვნელოვან ზეგავლენას გარემო პირობებზე.

ჰესების ექსპლუატაციაში გაშვების შემდეგ (2018 წლის დეკემბერი) ენერგოსისტემას 175 მლნ კვტ/სთ შეემატება.

გარდა ჰესების მშენებლობისა „სვანეთი ჰიდრო“ 600 000 ლარს დახარჯავს მესტიაში სახალხო და ფოლკლორის თეატრის სარეაბილიტაციო სამუშაოებში.

პროექტის განხორციელების შედეგად მესტიის საბიუჯეტო შემოსავლები ჰესების გაშვებიდან პირველივე წელს 1.5 მლნ ლარით გაიზრდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები