| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) თიბისის 1.9 მლნ აქციის გაყიდვაზე განაცხადა, რაც ბანკის 3.6%-ია.
ევრობანკის ცნობით, თითო აქცია 17 ფუნტ სტერლინგად 5 ივნისს გასხვისდა.
EBRD-ის ერთ-ერთი დირექტორი მაიკ ტეილორი თიბისის წარმატების ისტორიაზე აცხადებს და სიამაყით აღნიშნავს, რომ EBRD ამ ამბის ერთ-ერთი ნაწილია.
„ბანკის ძლიერი პროგრესი საშუალებას გვაძლევს, შევამციროთ ჩვენი წილი ბანკში“, - აცხადებს ტეილორი და აღნიშნავს, რომ ბანკში გარკვეულ წილს ინარჩუნებენ.
I კვარტალის ბოლოს თიბისი ბანკის აქციების 98.5% TBCBank Group-ის საკუთრებაა. 5%-ზე მეტის მფლობელი ბენეფიციარები იყვნენ: EBRD - 12.03%;
JPMorgan Asset Management 7.77%; Schroder Investment Management - 7.72%;
Dunross & Co. - 5.70%; Societe Generale SA - 5.33%; ბადრი ჯაფარიძე - 6.98%; მამუკა ხაზარაძე - 13.98%
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss