| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC)- პირველი ინდიკატორები აჩვენებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და შესაძლოა ეკონომიკა დაგეგმილზე მაღალი ტემპებით განვითარდეს, - განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ენტონი დელანოიმ საქართველოს პირველ ვიცე-პრემიერთან შეხვედრის შემდეგ.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სავალუტო ფონდთან თანამშრომლობის სამწლიანი პროგრამის მიმდინარეობისა და არსებული პროგრესის შესახებ ისაუბრეს. აღინიშნა, რომ ფონდის პროგრამა საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიან რეფორმების გეგმას ეფუძნება.
შეხვედრაზე ასევე ითქვა, რომ ფონდის პროგრამით გათვალისწინებული საკითხები თანამიმდევრულად, ყოველგვარი ჩამორჩენის გარეშე ხორციელდება, რაც სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დადებითად შეაფასა.
როგორც იცით, სსფ-ს პროგნოზით საქართველოს ეკონომიკა წელს 3.5% უნდა გაიზარდოს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss