| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – ლაურა ღაჭავა ავიახომალდის ბორტის, სარკინიგზო და საზღვაო ხომალდების მომსახურე პერსონალის მომზადებას გეგმავს.
საქმიანი ქალბატონი GBC-სთან ამბობს, რომ „თბილსის საერთაშორისო აკადემიისთვის“ ახალი შენობა ააშენეს და წელს 100 სტუდენტის მიღებას გეგმავს, თუმცა მოთხოვნა 4-ჯერ მაღალია.
ამასთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს უცხოელ პარტნიორებთან, სერტიფიკატების მოპოვებაზე, რათა მომზადდეს ბორტ-გამცილებლები, აეროპორტის მომსახურე პერსონალი, რკინიგზასა თუ საზღვაო დარგის სპეციალისტები.
„გვყავს სტუმრები კანადიდან და როდესაც ნებართვას ავიღებთ, შემდეგ ამ სპეციალობებზე გამოცხადდება სტუდენტების მიღება“, - აღნიშნავს ღაჭავა.
მისივე ცნობით, უნივერსიტეტი დღეს სტუდენტებს საერთასორისო ურთიერთობების, ბიზნეს ადმინისტრირების და ქართული ენის სპეციალობებს სთავაზობს. დღეისათვის აკადემიას 60-მდე სტუდენტი ჰყავს, მათ შორის 2 სახელმწიფო დაფინანსებით. სწავლის საფასური 2250 ლარია.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss