| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჭავჭავაძის გამზირზე, Redix-ის კომპლექსში საცხოვრებელი ბინის შეძენა 4.2 მლნ დოლარი ღირს.
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირფას საცხოვრებელ კომპლექსზე Redix-ის დამფუძნებელმა PropertyGeorgia-სთან ისაუბრა.
ლაშა პაპაშვილი ამბობს, რომ კომპლექსში საცხოვრებელი ფართების გაყიდვები, რაოდენობიდან გამომდინარე, ძალზედ შეზღუდულია, 11 სართული მხოლოდ 11 ბინას მოიცავს. ყოველი ერთეული 700 კვადრატული მეტრია, ფასი კი ერთ კვადრატულ მეტრზე $6000-ით განისაზღვრება.
„შენობაში ჯერ მოპირკეთებაც კი არ დაწყებულა და 7 ბინა უკვე გაყიდულია”, - ამბობს ლაშა პაპაშვილი.
$70 მილიონიანი პროექტს “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა”(EBRD) და "საქართველოს ბანკის" აფინანსებს. კომპლექსი საცხოვრებელთან ერთად სასტუმროს და საოფისე ფართებს მოიცავს. 14-სართულიან კოშკს დაიკავებს სატუმრო Hilton-ი, 18-სართულიან კოშკში კი ბოლო 11 სართულზე საცხოვრებელი და პირველ 7 სართულზე საოფისე ფართები განთავსდება.
„მიუხედავად იმისა, რომ პროექტი არის შერეული ტიპის, ყველა რეცეფცია იქნება აბსოლუტურად დამოუკიდებელი. თითოეულ ბინას აქვს პრივატული კინოდარბაზი და ჩაშენებული ღვინის ოთახი, ტემპერატურული რეჟიმებისა და სინესტის მაკონტროლებელი მოწყობილობებით. ხაზგასამით აღვნიშნავ, რომ ვიყენებთ უმაღლესიხარისხის მოსაპირკეთებელ მასალას. ანალოგიური ქონება ლონდონში ან პარიზში სამჯერ ძვირი ღირს. “რედიქსის” საცხოვრებელი აპარტამენტები ჭავჭავაძეზე ეს არის მსოფლიო მეგაპოლისების უახლესი ტრენდი თბილისში“, - ამბობს ბიზნესმენი, აღნიშნავს, რომ კომპლექსის საცხოვრებელი ნაწილი 2019 წლის პირველ ნახევარში დასრულდება, სასტუმრო Hilton Garden Inn-ი კი, რომელიც 4 ვარსკვლავიანია 2018 წლის ბოლო გაიხსნება.
ლაშა პაპაშვილი ასევე აღნიშნავს, რომ სასტუმრო ბიზნესშიც მსოფლიოში ნომერი პირველი ბრენდი შემოყვთ.
„თუ არ ჩავთვლით მომავალში გასახსნელ Pullman-ს რომელიც ჩვენს მოპირდაპირედ შენდება და 5 ვარსკვლავიანია, Hilton Garden Inn-ის 2-3 კილომეტრის რადიუსში კონკურენტი არა ყავს”, - ამბობს ლაშა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss