ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რეფორმეტრის G-EPI ინდექსით საქართველოში ვითარება საშუალოდ ფასდება
5 ივნისი, 2017, 14:36
რეფორმეტრის G-EPI ინდექსით საქართველოში ვითარება საშუალოდ ფასდება

თბილისი (GBC)  - „რეფორმეტრის“ ეკონომიკური განვითარების ინდექსით (G-EPI) საქართველოში ვითარება „საშუალოდ“ ფასდება.

ბარომეტრზე ინდექსი 50 ქულით „საშუალო“ ნიშნულზეა.  ISET -ის ახალი ინდექსი ქვეყნის ძირითადი მაკროეკონომიკური მონაცემების კომბინაციაა და  აჩვენებს  რამდენად არის გადახრილი არსებული მდგომარეობა სასურველისგან.

ინდექსის გაანგარიშებაში მონაწილე მაჩვენებლები და მათი სასურველი სიდიდეები შეირჩა საქართველოს სოციალურ- ეკონომიკური განვითარების სტრატეგია 2020-ის მიხედვით.  G-EPI-ს გაანგარიშებაში მონაწილეობს 5 მნიშვნელოვანი მაკროეკონომიკური ცვლადი: მშპ-ს ზრდა, ინფლაცია, ექსპორტი/მშპ-ში, ასევე მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი/მშპ-სთან და ბიუჯეტის დეფიციტი/მშპ-სთან.

ISET -მა პროექტ „რეფორმეტრის“ ფარგლებში კიდევ ერთი ახალი ინდექსი წარადგინა -  ეკონომიკისადმი განწყობის ინდექსი (G-ESI) გვიჩვენებს მომხმარებლისა და ბიზნესის განწყობას მათი ფინანსური/კომერციული მდგომარეობის და მოლოდინების შესახებ.

G-ESI ამ დროისათვის ბარომეტრზე 0.94 ქულით საშუალოსა და დადებითის საზღვარზეა.

ინდექსი არის ორი დამოუკიდებელი გამოკითხვის კომბინაცია, რომელსაც რეგულარულად ატარებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი: მომხმარებელთა განწყობის ინდექსი (CCI) და ბიზნესის განწყობის ინდექსი (BCI).

ISET-ის ცნობით, ინდექსები მუდმივად განახლდება. ასევე მუდმივად განახლდება „რეფორმეტრის“ ფარგლებში რეფორმების მიმდინარეობის შეფასებებიც.

აღსანიშნავია, რომ „რეფორმეტრის“  პროექტს ახორციელებს ISET-ის კვლევითი ინსტიტუტი USAID G4G-ის მხარდაჭერით.   მიზანია ეკონომიკური რეფორმების პროგრესის ანალიზი და რეფორმით დაინტერესებულ მხარეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები