| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ვალუტის გადამცვლელ 28 ჯიხურს ეროვნულმა ბანკმა რეგისტრაცია გაუუქმა.
იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის არაჯეროვნად განხორციელებისთვის, დარღვევებს შორისაა შიდა კონტროლის სისტემის არარსებობაც. ამის გარდა პუნქტების საქმიანობით მომხარებელი ხშირად უკმაყოფილო იყო. არასაკმარისი ინფორმაციის მიწოდებისთვის, ამავე დროს, ხორციელდებოდა ტრანზაქციის საკომისიო გადასახადით დაბეგვრა ან/და გარიგების საყურადღებო კურსით განხორციელება, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე.
სებ-ის ინფორმაციით, კანონმდებლობა პუნქტების მიერ ნაღდი ფულით ვალუტის გადაცვლისთვის საკომისიო გადასახადის დაწესებას და საყურადღებო კურსით ტრანზაქციების განხორციელებას არ კრძალავს, თუმცა ასეთ შემთხვევებში, "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" თანახმად, ვალდებულია მომხარებელს სათანადო ონფორმაცია მიწოდიოს.
„ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებლებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიო გადასახადთან დაკავშირებული ინფორმაცია. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე - 2 406 406 ან მოგვწეროთ cp@nbg.gov.ge, - აღნიშნულია სებ-ის რელიზში.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss