ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ტრენერთა საერთაშორისო სერტიფიკატები მიიღეს
5 ივნისი, 2017, 11:42
აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებმა ტრენერთა საერთაშორისო სერტიფიკატები მიიღეს

თბილისი (GBC) - აღსრულების ეროვნული ბიუროს 15-მა თანამშრომელმა რამდენიმე თვიანი სასწავლო კურსის შედეგად აღმასრულებელთა საერთაშორისო ასოციაციის ტრენერთა სერტიფიკატი მიიღო.

ტრენერთა ტრენინგი სააღსრულებო პროცედურების განმახორციელებელი თანამშრომლებისთვის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციასთან პარტნიორობის ფარგლებში განხორციელდა.

ტრენინგს უძღვებოდნენ აღსრულების საკითხებში ევროკავშირის აღიარებული ექსპერტები ნიდერლანდებიდან და ბულგარეთიდან.

ტრენინგი 3 ეტაპიანი იყო და თითოეული სასწავლო ფაზა მოიცავდა როგორც აქტიურ სალექციო პერიოდებს, ასევე დამოუკიდებლად შესასრულებელი სამუშაოს კომპონენტს და საპილოტე ტრენინგების ჩატარებას.

აქტივობის ფარგლებში პირველ ეტაპზე განხორციელდა სააღსრულებო წარმოების იმ ასპექტების იდენტიფიცირება, სადაც საჭირო იყო სასწავლო მოდულის შემუშავება. მოხდა ბიუროს თანამშრომლების ინფორმირება იმ უნარების შესახებ, რომელიც აუცილებელია ხარისხიანი სასწავლო კურსების შესადგენად.

აქტივობის მიზანი იყო სააღსრულებო წარმოების ფარგლებში სასწავლო მოდულების განვითარება და ტრენერების გუნდის ჩამოყალიბება, რომელიც მაღალხარისხიანი სააღსრულებო წარმოების უზრუნველყოფის მიზნით მოახდენს ახლადმოსული თანამშრომლების განათლებას სააღსრულებო წარმოების საკითხებზე და ასევე, საკანონმდებლო სიახლეების შემთხვევაში, სასწავლო მასალების რედაქტირებასა და ბიუროს მოქმედი თანამშრომლების გადამზადებას.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები