| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Georgian Airways-ის პრეტენზია რუსეთის მარეგულირებლის მიმართ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს შეფასებით არამართებულია.
სააგენტოს დირექტორი, გურამ ჯალაღანია GBC-სთან ამბობს, რომ ქვეყნებს შორის არის გარკვეული მოცემულობა და დათქმაა, რომ საქართველო-რუსეთს შორის ფრენები შესრულდება საქართველოს 3 და რუსეთის 10 ქალაქში, მათ შორისა მოსკოვი, სანკტ-პეტერბურგი, ეკატერინბურგი , ჟუკოვსკი და ა.შ. სიაში არ არის თამაზ გაიაშვილის მიერ დასახელებული ყაზანი და თუ ქართულ ავიაკომპანიას ამ ქალაქში რეისების შესრულება სურდა დამოუკიდებლად უნდა მიემართა რუსეთის ავია მარეგულირებლისთვის. მათი ნებართვის გარეშე ბილეთების გაყიდვა და მგზავრების შეცდომაში შეყვანა არამართებულია. ასევე არ ახასიათებს კარგად თავად რუსეთსაც ნებართვის არგაცემა.
ჯალაღონია განმარტავს, რომ თუ რომელიმე რუსული ავიაკომპანია ფრენას მოისურვებს მაგალითად მესტიაში, მას დამოუკიდებლად მოუწევს ქართული მხარისათვის მიმართვა და ნებართვის მოპოვება.
შეგახსენებთ, თამაზ გაიაშვილმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთი ავიაბაზარზე დამპყრობლურ პოლიტიკასაც ახორციელებს.
თამაზ გაიაშვილმა „რუსთავი 2“-ზე განაცხადა, რომ რუსეთის საავიაციო ხელისუფლების ერთპიროვნული გადაწყვეტილებით, ბილეთიანი მგზავრები თბილისიდან ვერ გაემგზავრნენ, ბორტზე ასვლა ყაზანშიც შეუძლებელი იყო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss