ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
აფბა: ფინანსური პირამიდებისგან მოქალაქეები კვლავ დაუცველები არიან
2 ივნისი, 2017, 13:41
აფბა: ფინანსური პირამიდებისგან მოქალაქეები კვლავ დაუცველები არიან

თბილისი (GBC) - ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია - აფბა“, ქვეყნის საფინანსო სექტორში ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებით კვლევას აგრძელებს და მთავრობასა  და ეროვნულ ბანკს რეკომენდაციებით მიმართავს. 

 „აფბას“ ვიცე - პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი ამბობს, რომ  ფინანსური პირამიდების მომრავლების, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, არსებული კანონის მოუქნელობა და კანონში დარჩენილი ხვრელებია, რომლითაც თაღლითური სქემით მომუშავე კომპანიები სარგებლობენ.

ბაირახტარი აღნიშნავს, რომ ფინანსურ კომპანიები, რომლებიც შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებად (შპს) ფუნქციონირებენ და მოქალაქეებზე თამასუქებს გასცემენ, ეროვნული ბანკის რეგულირების მიღმა არიან დარჩენილები. 

"დღეს აღსრულების მექანიზმები პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ატარებს, იმდენად რამდენადაც, თუ საქმე გვაქვს თაღლითური სქემით მომუშავე საფინანსო ინსტიტუტთან, ის კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტად აღიარების შემდეგაც არ წარადგენს თავის ფინანურ დოკუმენტაციას ეროვნულ ბანკში, რადგან ასეთ შემთხვევაში მისი ფინანსური მაქინაციების შესახებ ცნობილი გახდება. არსებული კანონით კი მსგავსი დაუმორჩილებლობის შემთხვევაში სებ-ს ერთადერთი ბერკეტი გააჩნია და ეს არის 1 000 ლარიანი ჯარიმა. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საფინანსო ინსტიტუტის მხრიდან მსგავსი დაუმორჩილებლობის განმეორების შემთხვევაშიც ჯარიმის ოდენობა არ იზრდება, შესაბამისად ცხადია კომპანიას რომელიც პირამიდის სისტემით მოქმედებს ურჩევნია 1 000 ლარიანი ჯარიმის გადახდა,  ვიდრე იმ სქემის შესახებ მარეგულირებლისთვის ინფორმაციის მიწოდება, რომლითაც სოლიდურ მოგებას ღებულობს", - აცხადებს ახალგაზრდა ფინანსისტი და მსგავსი კომპანიების წინააღმდეგ სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.

ბაირახტარმა მიმდინარე საკანონმდებლო ინიციატივაზეც ისაუბრა რომლის მიხედვითაც იგეგმება მიკროსაფინანსოებისთვის და სხვა ფინანსური კომპანიებისთვის ფინანსური რესურსის მოზიდვაზე ლიმიტის დაწესება და აღნიშნა, რომ აღსრულების რეალური მექანიზმების გარაშე ამ ინიციატივასაც არ ექნება არსებითი მნიშვნელობა.

„ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარე ეტაპზე მიმდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებაზე მუშაობა რომლის მიხედვითაც ის ფინანსური კომპანიები რომლებიც 20 - ზე მეტი ადამიანისგან 100 000 ლარზე მეტ ფინანსურ რესურსს იზიდავენ ვალდებულები იქნებიან სებ-ში წარადგინონ ანგარიში. ცვლილება, რა თქმა უნდა, მისასალმებელია მაგრამ ამ ცვლილების ეფექტიანობისთვის აუცილებელია იმ საკანონმდებლო ხვრელის ამოვსება რომელიც თაღლითურ ორგანიზაციას საშუალებას უტოვებს თავი აარიდოს მაკონტროლებელს“ - აღნიშნა ბაირახტარმა.

მისივე შეფასებით, რეალური არგუმენტების არსებობის შემთხვევაში, რომ კომპანია ფინანსური პირამიდის სქემით მოქმედებს აუცილებელია დაუყოვნებლივი და ხისტი ნაბიჯების გადადგმა, წინააღმდეგ შემთხვევაში გაკოტრებისთვის განწირული კომპანია კიდევ უფრო ბევრი ადამიანის ჩბმას ეცდება სქემაში, თავის გადასარჩნად.

„ფინანსური პირამიდის სქემის ნიშნების შემჩნევისას აუცილებელია დაუყოვნებლივი და ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ისეთების როგორიცაა, დაუყოვნებლივი დადგენა, თუ რა წყაროებიდან იზიდავს კომპანია ინვესტიციებს, საკმარისია თუ არა არსებული ვალდებულებების დასაფარად,  აღემატება თუ არა კომპანიის ვალდებულებები მფლობელობაში არსებულ აქტივებს, იფარება თუ არა კომპანიისა და ინვესტორების ვალდებულებები ახლად შემოსული ინვესტიციებით. აღნიშნულის დადგენა კი დღეს არსებული კნონით პრაქტიკულად შუძლებელია - აღნიშნა ბაირახტარმა.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები