| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) – უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების სავალდებულო დაზღვევამ შესაძლოა ქვეყნის ტურისტული იმიჯი დააზარალოს, - ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა დაანონსებულ საკანონმდებლო ცვლილებას აფასებს.
Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ კომერციულ ნაწილში (მგზავრთაგადაყვანა, სატვირთო გადაზიდვები) სავალდებულო დაზღვევის შემოღება აუცილებელია, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი გადამზიდავები იყვნენ რეგიონში კონკურენტუნარიანები, თუმცა მეორეს მხრივ, ამ რეგულაციამ შესაძლოა, ტურისტების ავტომობილით გადაადგილება არაკომფორტული გახადოს.
„ეს არის დისკომფორტი, დამატებითი გადასახადი, რიგები ე.წ "სადაზღვევო ჯიხურებთან“ და მოცდენილი დრო“, - ვასო ურუშაძე ამ ფაქტორების გათვალისწინებით ტურისტების უკმაყოფილების მაჩვენებლის გაზრდას ვარაუდობს, რაც ქვეყნის ინტერესში არ შედის- „ ჩვენ ვართ ორიენტირებული ტურისტების მოზიდვაზე, რომ მათ მაქსიმალური კომფორტი შეუქმნათ ქვეყანაში მოგზაურობისას. კმაყოფილი ტურისტი ნიშნავს მომავალში მეტ ტურისტს, მეტი ტურისტი ნიშნავს მეტ შემოსავალს და ა.შ“.
ვასო ურუშაძე მაგალითად მეზობელ ქვეყნებს იხმობს, სადაც სავალდებულო დაზღვევა უკვე მოქმედებს.
ის მთავრობას ამ კატეგორიის მგზავრებისთვის დაზღვევის შემოღების აუცილებლობის გასამყარებლად დამაჯერებელი სტატისტიკის წამოდგენას სთხოვს - რამდენი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა და რა ზარალი მიაყენა სახელმწიფოს იმ ტურისტებმა ვინც დაზღვევის გარეშე გადაადგილდებოდა.
„წინააღმდეგ შემთხვევაში გაჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ეს უბრალოდ ვიღაცის ბიზნეს ინტერესებია და მეტი არაფერი“, - აღნიშნავს Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss