| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „გამოიჩინეთ სიფრთხილე, დაზოგეთ სწორად და იზრუნეთ ხვალინდელზე დღეს!” - ეროვნულმა ბანკმა მომხმარებლებისთვის ახალი ვიდეო-რგოლი წარადგინა.
მთავარ ბანკში აღნიშნავენ, რომ მათთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ამოცანა მომხმარებელთა უფლებების დაცვაა, ეს ვიდეო -რგოლი კი, ფინანსური განათლების ამაღლებას ემსახურება.
"მომხმარებელთა დაცვის და ფინანსური განათლების კუთხით ერთ–ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას მოსახლეობაში ფულის გონივრულად დაზოგვის კულტურის ამაღლება წარმოადგენს. ამ მიზნით, ეროვნულმა ბანკმა, გერმანული შემნახველი ბანკების ფონდის საერთაშორისო თანამშრომლობისთვის (SBFIC) მხარდაჭერით, შეიმუშავა სატელევიზიო, რადიო და ინტერნეტ სივრცისთვის განკუთვნილი ვიდეო და აუდიო მასალა, რაც ხელს შეუწყობს საყურადღებო ინფორმაციის მიზნობრივ სეგმენტამდე ეფექტურად მიტანას", - აღნიშნავენ სებ-ში.
გარდა ამ ვიდეორგოლისა, სებ - მა და SBFIC-მ ასევე განავითარეს ვებ-ბანერი, რომელიც მომხმარებლების ყურადღების მიპყრობასა და მათთვის გამაფრთხილებელი ინფორმაციის მარტივად გასაგები გზით მიწოდებას ემსახურება.
ვებ-ბანერი მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადავიდნენ საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ–გვერდზე, სადაც დამატებით ინფორმაციას მიიღებენ თანხების გონივრულად დაზოგვის შესახებ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss