| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „ევროპული სკოლა“ Microsoft-ის პარტნიორი გახდა, რითაც მსოფლიოს ლიდერი კომპანიის უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფასთან, ღრუბლოვან (cloud) სერვისებსა და შესაბამის სამომხმარებლო წვდომის უფლებას იღებს.
თავად ამერიკული კორპორაცია „ევროპულ სკოლას“ ახალი, ინოვაციური და მსოფლიო მასშტაბის პროექტების პლარფორმად განიხილავს, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა განვითარებას ტექნოლოგიური მეცნიერების სფეროში, ასევე უზრუნველყოფს ონლაინ და დისტანციური სწავლების მეთოდების დანერგვას.
ევროპული სკოლა პირველი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაა ქვეყნის მასშტაბით, რომელიც Microsoft-თან ამ მასშტაბის პირდაპირ თანამშრომლობას იწყებს.
აღსანიშნავია ისიც, რომ გარდა იმისა, რომ სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების აქტიურად გამოყენება მოხდება, ამ შეთანხმების ფარგლებში Microsoft-ის ლიცენზირებულ პროგრამებზე წვდომის უფლება ,,ევროპული სკოლის“ პედაგოგებს და მოსწავლეებს თავიანთ პირად და საოჯახო კომპიუტერებზეც ექნებათ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss