ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოს აკრედიდიტაცია ევროპაში აღიარებული იქნება
1 ივნისი, 2017, 14:00
საქართველოს აკრედიდიტაცია ევროპაში აღიარებული იქნება

თბილისი (GBC) - ევროპული აკრედიტაციის (EA) გენერალურ ასამბლეაზე ხელი მოეწერა საქართველოში გაცემული აკრედიტაციის შედეგების აღიარების შეთანხმებას (EA BLA)- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

„ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, უზარმაზარი სამუშაოსა და თანმიმდევრული რეფორმების შედეგი და ევროპის შესაბამისი ასოციაციის მიერ საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება. ეს მიღწევა გაადვილებს ქართული პროდუქციის დაშვებას ევროპულ ბაზარზე და საქართველოს აკრედიდიტაციის ცნობას ევროპული სახელმწიფოების მიერ. შეთანხმება გავრცელდება აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანოს მიერ აკრედიტებულ შემდეგ სფეროებში: გამოცდები და დაკალიბრება; პროდუქტის სერტიფიკაცია; პერსონალის სერტიფიკაცია; ინსპექტირება,"-განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, ქართული აკრედიტაციის საერთაშორისო აღიარება მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც გაგრძელდება სხვა სექტორებზეც.

„ამ მიმართულებით განათლების სფეროშიც მიმდინარეობს მუშაობა, რათა ქართული აკრედიტაცია იქნას ცნობილი უცხოეთში და ასევე პირიქით, ჩვენ ვცნოთ უცხოური ქვეყნების აკრედიტაციები საქართველოში. ეს ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს, როგორც საერთაშორისო საგანმანათლებლო ჰაბის ფუნქციის განვითარებისთვის,"-აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები