ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
პროექტი -ინოვაციები ინტეგრაციისთვის მიუსაფარი ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა
1 ივნისი, 2017, 13:10
პროექტი -ინოვაციები ინტეგრაციისთვის მიუსაფარი ბავშვების მონაწილეობით ჩატარდა

თბილისი (GBC) - „ინოვაციები ინტეგრაციისთვის“ - ასე ჰქვია პროექტს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროექტის ფარგლებში World Vision საქართველომ განახორციელა.

დასკვნით ღონისძიებას იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორი თათია ხოჭოლავა დაესწრო.

პროექტის მიზანი ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართვის ხელშეწყობა იყო. მოზარდები 6 თვის განმავლობაში გადანაწილებულები იყვნენ სპორტის, თეატრისა და ფოტოგრაფიის ჯგუფებში. პროექტში დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლის ბენეფიციარებიც მონაწილეობდნენ.

ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.  პროექტის მონაწილეებმა ფორუმთეატრი წარმოადგინეს, ხოლო ფოტოხელოვნების ჯგუფის წევრებმა საკუთარი ნამუშევრების ფოტოგამოფენა და ფოტოალბომის - „ჩემი ერთი დღე ქუჩაში“ პრეზენტაცია გამართეს; ასევე, გამოიფინა პროექტის მონაწილეებისა და World Vision-ის დღის და სადღეღამისო თავშესაფრის ბენეფიციარების ხელნაკეთი ნივთებიც; ნაჩვენები იყო ჩატარებული აქტივობების ამსახველი შემაჯამებელი ფილმიც. აქტივობებში 35 ბავშვი მონაწილეობდა.  პროექტის მონიტორინგი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრმა“ განახორციელა.

World Vision საქართველო, სოციალური მომსახურების სააგენტოსთან თანამშრომლობით,  ადმინისტრირებას უწევს 3 დღისა და სადღეღამისო თავშესაფარს, ასევე 3 მობილურ ჯგუფს თბილისსა და ქუთაისში.

კანონით და ახალი რეფერირების ბრძანებით გათვალისწინებული ქმედებების გარდა, მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის ისეთი აქტივობების დაგეგმვა, რაც მათ ინტერესებზე იქნება მორგებული და თავადაც იქნებიან ჩართულები. დანაშაულის პრევენციის ცენტრის მედიაციის სახლში არასრულწლოვნებს თავისუფალი დროის ნაყოფიერად და საინტერესოდ გატარების შესაძლებლობა აქვთ. განსაკუთრებული ყურადღება განათლების სისტემის მიღმა დარჩენილ არასრულწლოვნებს, ყოფილ პატიმრებსა და პატიმართა ოჯახის წევრებს, ზრუნვის სისტემიდან გასულ პირებს, 18 წლამდე მოზარდებს ეთმობა. მედიაციის სახლის სერვისებით 700-ზე მეტმა არასრულწლოვანმა უკვე ისარგებლა. მათ შორის 92 ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვია.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები