| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – Samsung-მა Apple-ს სმარფონების გაყიდვით გაუსწრო.
2017 წლის I კვარტლის მონაცემები საკონსულტაციო კომპანია Trendforce-მა გაავრცელა და Samsung -ის რეალიზაციის ზრდა ულტრაბიუჯეტური Galaxy J-ს დიდ პოპულარობას დაუკავშირა.
სტატისტიკით, Samsung -ს ბაზრის 26.1% უჭირავს, მისი წილი შარშან ამ დროს 18.5% იყო. ამერიკული კორპორაციის წილი კი, 20.3%-დან 16.9%-მდეა შემცირებული.
სამეულშია Huawei – 11.4%-იანი წილით.
ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ Samsung-ის დაწინაურებას შესაძლოა ხელი შეუწყო იმანაც, რომ iPhone 7-სა და iPhone 7 Plus- ზე აჟიოტაჟური მოთხოვნა ჩაცხრა.
აღსანიშნავია, რომ პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, iPhone -ს წარმოება 36%-ით შემცირდა, წლიურად კლება 41%-ია, რაც ექსპერტებს აფიქრებინებს, რომ Apple ახალი iPhone-ს წარდგენისთვის ემზადება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss