| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - თბილისში 10 ლოკაციაზე პარკინგების მოსაწყობად ტენდერი უახლოეს პერიოდში გამოცხადდება, - თბილისის მერის მოადგილის განცხადებით, ეს ქალაქში 4000 საპარკინგე ადგილს გააჩენს.
„ჩვენი აზრით, ივნისში გამოცხადდება აუქციონი, დარჩა ბოლო იურიდიული ნიუანსები“, - ამბობს ირაკლი ლექვინაძე და აზუსტებს, რომ საუბარია გრძელვადიანი იჯარის ფორმით ადგილების გაცემაზე.
პროექტი, რომელზეც კერძო სექტორის მხრიდან წინაწარი ინტერესი უკვე არის, როგორც მიწისქვეშა, ასევე მიწისზედა სადგომების მოწყობას ითვალისწინებს, ინვესტიციას კი, სრულად კერძო სექტორი გაიღებს.
„თბილისის მერიას არა აქვს მიდგომა რომ პარკირების ფასები დაარეგულიროს, ფასებს განსაზღვრავს ბაზარი და კერძო ინვესტორების მხრიდან იქნება დადგენილი ფასებიც. ამიტომ თბილისის მერიის ფუნქცია არის გარკვეული რეგულაციების შექმნა ამ გარკვეულ ადგილებზე, რომ პარკინგზე რეალურად მოთხოვნა არსებობდეს და გრძელვადიანი იჯარით, სიმბოლურ ფასად მოახდინოს ამ ლოკაციის გადაცემა. დანარჩენს რაც შეეხება - ინვესტიციების მოცულობას, გამოყენებულ ტექნოლოგიას, ფასის დადგენას, თუ დამატებითი საქმიანობების სივრცეების განსაზღვრას, რომელიც გამოყოფილ ტერიტორიის მაქსიმუმ 20% უნდა იყოს, კერძო ინვესტორი თავად განსაზღვრავს“, - აღნიშნავს ლექვინაძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss