ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
 GIZ საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაში დაეხმარება
30 მაისი, 2017, 17:05
 GIZ საქართველოს საჯარო ფინანსების მართვის რეფორმაში დაეხმარება

თბილისი (GBC) –  საქართველო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) საჯარო ფინანსების მართვის (PFM) რეფორმასთან  დაკავშირებულ მემორანდუმს აფორმებს - ამის შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს და GIZ-ის წარმომადგენლების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

მემორანდუმი 2 ივნისს გაფორმდება. მეორანდუმი მოიცავს 2017-2020 წლებს, რომლის ფარგლებში   შესაბამისი კონსულტაცია გაეწევა საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებას, ასევე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.

პროგრამა „საჯარო ფინანსების მართვა სამხრეთ კავკასიაში“ ახალ ხელმძღვანელ,  კრისტიან დოერინგს  და პროგრამის მრჩეველს ინგა სინჯიკაშვილთან შეხვედრაზე  GIZ-სა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს შორის არსებული თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრეს.

კრისტიან დოერინგმა აღნიშნა, GIZ მზად არის კვალავ გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან და საჭიროებისამებრ დაეხმაროს კომიტეტს საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაში.

 „ჩვენი მიზანია, კიდევ უფრო გავაძლიეროთ საპარლამენტო ზედამხედველობა და კონტროლი საბიუჯეტო ინსტიტუტების კუთხით, რათა უფრო მეტ გამჭვირვალობასა და ტრანსფარანტულობას ჰქონდეს ადგილი საჯარო ფინანსების სფეროში და ამაღლდეს ეფექტიანობა ამ მიმართულებით. ამ საკითხში GIZ-თან თანამშრომლობა და მათი საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია, როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის ასევე პარლამენტისთვის, “ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ. 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები