| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ანაკლიაში ღრმაწყლოვან პორტთან ერთად ქალაქის გაშენებაც იგეგმება.
გეგმაზე „თიბისიმ“ და „კონტი ჯგუფმა“ უკვე განაცხადა და კომპანია „ანაკლია სითიც“ დააფუძნა, რომელიც ქალაქის განვითარებაზე იზრუნებს. ახალ კომპანიას ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე ქეთი ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს.
„ქალაქი ანაკლია - ეს არის მომავლის ქალაქი, რომლის განვითარების მთავარი მიზანია ჩავებათ გლობალურ კონკურენციაში, შევქმნათ ეკოლოგიურად სუფთა და ეკონომიკურად მიმზიდველი, წამყვანი ბიზნეს და საცხოვრებელი გარემო თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და საუკეთესო მდებარეობით“, - განაცხადა „თიბისი ჰოლდინგის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ და აღნიშნა, რომ საუკუნის პროექტისთვის გამორჩეული პროფესიონალების გუნდს ქმნიან.
ქალაქი ანაკლია, რომელიც რეგიონში მნიშვნელოვან ბიზნეს ცენტრად მოიაზრება, ანაკლიის პორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 1000 ჰექტარის ფართობზე გაშენდება.
ქალაქში განვითარდება როგორც ინდუსტრიული პარკი, აშენდება საცხოვრებელი კომპლექსები, გამოიყოფა საგანმანათლებლო ტერიტორია, საოფისე ფართები, მოეწყობა რეკრეაციული და გამაჯანსაღებელი ინფრასტრუქტურა, საგამოფენო სივრცეები და პავილიონები.
ანაკლია მოიაზრება, როგორც სატელიტური ქალაქი, სადაც ურბანული დაგეგმარება დაეფუძნება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) გამოყენებას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss