ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ეკონომიკის სამინისტრო მშპ-ს ზრდის შენელების მიუხედავად, ოპტიმიზმს არ კარგავს
30 მაისი, 2017, 16:26
ეკონომიკის სამინისტრო მშპ-ს ზრდის შენელების მიუხედავად, ოპტიმიზმს არ კარგავს

თბილისი (GBC) - „წინასწარი შეფასებით, 2017 წლის აპრილში  მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა მეტალურგიული მრეწველობის, უძრავი ქონების და სასტუმრო/რესტორნების სექტორში“ - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ჯავახაძემ ეკონომიკის ზრდის შეფასებისას განაცხადა. 

 „სასტუმროების და რესტორნების სექტორში დაფიქსირებული ზრდა   პირდაპირ კავშირშია ტურიზმის ზრდასთან,  სადაც შთამბეჭდავი ციფრებია.  ეკონომიკურ ზრდაზე ასევე დადებითად მოქმედებდა საგარეო ფაქტორები. კერძოდ, 2017 წლის აპრილში საქონლის ექსპორტი გაიზარდა 28%-ით, ფულადი გზავნილები - 12%-ით, საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა -  10.2%-ით, ხოლო სექტორიდან მიღებული შემოსავლები  26%-ით არის გაზრდილი“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ დაბალი აქტივობა დაფიქსირდა მშენებლობის სექტორში და შედეგად, წინა წელთან შედარებით შემცირებულია სამშენებლო კომპანიების ბრუნვა. ასევე კლება იყო თხილის წარმოება/ექსპორტის მიმართულებით, რაც თხილის მწარმოებელი კომპანიების მოსავლიანობის შემცირებით არის განპირობებული. მოსავლიანობის შემცირება თხილის გარკვეული ტიპის დაავადებების გავრცელებას უკავშირდება. შედეგად, შემცირდა დამატებული ღირებულება საკვები პროდუქტების წარმოების სფეროში.

მისივე თქმით, 2017 წლის წინა თვეებთან მიმართებით 2017 წლის აპრილში შედარებით დაბალი ეკონომიკური ზრდა არ უნდა შეფასდეს, როგორც ზოგადი ზრდის ტენდენციიდან გადახვევა.

„საშუალო ეკონომიკური ზრდა მაღალი რჩება და გაუმჯობესებულ საგარეო ფაქტორებთან ერთად საფუძველს ქმნის მთავრობის მიერ დადგენილი 4%-იანი ზრდის მაჩვენებლის უზრუნველყოფისთვის“ - განაცხადა ნინო ჯავახაძემ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები