ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბანკო ჰოლდინგების ზედამხედველობის კანონპროექტი უკვე პარლამენტშია
ნინო შუბითიძე
30 მაისი, 2017, 15:20
საბანკო ჰოლდინგების ზედამხედველობის კანონპროექტი უკვე პარლამენტშია

თბილისი (GBC) – ბანკთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებული კომპანიების  გაკონტროლებას,   ხომ არ იკვეთება ლობირება, საბანკო პროდუქტის და სერვისის შეთავაზებისას,  ხომ არ მოქმედებს ამა თუ იმ  კომპანიისთვის სხვა კორპორატიული კლიენტისგან განსხვავებული შეღავათები,  - პროცესების დასარეგულირებლად ეროვნული ბანკის ინიცირებით საბანკო ჰოლდინგების  დასარეგულირებელი საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პარლამენტშია.

„კანონპროექტის მიღება განპირობებულია საფინანსო სექტორის წარმომადგენელთა მიმართ სებ-ის  საზედამხედველო უფლებამოსილების  გაძლიერებისა და გამკაცრების აუცილებლობით. მიზანია შეიქმნას მნიშვნელოვანი მექანიზმები, რომლებიც საქართველოს ეროვნულ ბანკს მისცემს შესაძლებლობას კიდევ უფრო ეფექტურად და მოქნილად იმოქმედოს საფინანსო სექტორის ზედამხედველობისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის თვალსაზრისით“, - აღნიშნულია პროექტში.

კანონის მიღების შემდეგ, ეროვნულ ბანკს საშუალება ექნება მოითხოვოს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია (მათ შორის, კონფიდენციალური) საბანკო ჯგუფში შემავალი იურიდიული პირებისაგან, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში.

ზედამხედველი უფლებამოსილია განიხილოს საბანკო ჯგუფის მთლიანი საქმიანობა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ.

ტერმინი  „საბანკო ჯგუფი“  კი, მოიცავს სათავო ორგანიზაციას, ბანკს და მის ოფისებს, შვილობილებს, ასოცირებულ და ერთობლივ საწარმოებს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საზღვარგარეთ.

კანონპროექტით შემოდის  კონსოლიდირებული ზედამხედველობის ცნებაც, რომელიც გულისხმობს საბანკო ჯგუფის მონაწილე ნებისმიერი პირის მიმართ ინდივიდუალურად ან/და საბანკო ჯგუფის სხვა წევრ პირთან ერთად გაერთიანებულად საზედამხედველო მოთხოვნების დაწესებას. 

პროექტში აღნიშნულია, რომ „საბანკო ჯგუფში შემავალი ან მის გარეთ არსებული ჯგუფის წევრები შესაძლოა ნეგატიურად მოქმედებდნენ კომერციული ბანკის ფინანსურ მდგომარეობაზე, რეპუტაციაზე, რაც ხელს უშლის ბანკის ჯანსაღ და უსაფრთხო ფუნქციონირებას. შესაბამისად, აუცილებელი ხდება ზედამხედველობის გავრცელება საბანკო ჯგუფის დონეზე, რაც კონსოლიდირებული ზედამხედველობის გზით მოხდება“.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათი იხილეთ: http://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/150480? 

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები