| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – საქართველოს ბანკმა ახალი მობაილ ბანკი წარადგინა.
mbank საქართველოს ბანკის გუნდის შექმნილი, 100%-ით ქართული პროდუქტი. მისი უფასოდ ჩამოტვირთვა შესაძლებელია App Store-დან, ასევე Google Play Store -დან.
სააგენტო GBC -მ ახალი აპლიკაციის უპირატესობებს გადაავლო თვალი:
მარტივი შესვლა - თითის ანაბეჭდით ან პასკოდით;
ჯამურად ხელმისაწვდომი თანხისა და ანგარიშების შემოწმება - აპლიკაციაში შესვლისთანავე მომხმარებელი იღებს დეტალურ ინფორმაციას ჯამურად ხელმისაწვდომი თანხის, ანაგრიშების, საკრედიტო ბარათების, ანაბრების, სესხების, ფასიანი ქაღალდებისა და დაგროვილი ბონუსქულების შესახებ. შესაძლებელია, ამონაწერის და ოპერაციების ისტორიის შემოწმება;
მობილური პაკეტის შეძენა - მომხმარებელი მარტივად ავსებს, მობილურ ბალანსს, სასურველ პაკეტსაც პირდაპირ შეიძენს, აპლიკაცია მომხმარებლის ტელეფონის კონტაქტებს თავად გამოიძახებს;
ძიების ფუნქციონალი -მომხმარებელი მოძებნის ნებისმიერ სიტყვას ფუნქციის, ოპერაციის, პროდუქტის, თუ მომსახურების შესახებ, სწრაფად ასრულებს და იმეორებს;
თემატური შაბლონები - კომუნალურისა და ავტოგადასახდელები გასტუმრებისთანავე mBank-ში იქმნება შაბლონები, რომელიც თავს უყრის კომუნალური, პარკირების და საპატრულო ჯარიმა-გადასახდელებს;
შეტყობინება მოახლოებული გადახდების შესახებ - აპლიკაცის მთავარ გვერდზე თავმოყრილია შემახსენებელი ინფორმაცია უახლოესი გადახდების შესახებ.
გადარიცხვები - აპლიკაციით მომხმარებელი მარტივად რიცხავს თანხას საკუთარ ანგარიშებს შორის, სხვის ანგარიშზე და ასრულებს საბიუჯეტო გადარიცხვებს;
ვალუტის კონვერტაცია - მომხმარებელი მარტივად გაეცნობა სასურველი ვალუტის კურსს, ცვლილების დინამიკას და იქვე შეძლებს კოვერტაციას;
ე.წ Swipe ოპერაციები - ერთი თითის გასმით, მომხმარებლის ანგარიშის ნომრის მეგობრისთვის გაგზავნა, შესრულებული ოპერაციის გამეორება;
ლოკაციები და ნავიგაცია - მოიძიება ინფორმაცია უახლოესი ბანკომატის, გადახდის აპარატის, სერვისცენტრის და მის სამუშაო გრაფიკზე;
დისტანციური რეგისტრაცია - ვინც საქართველოს ბანკის დისტანციურ არხებში არ არის რეგისტრირებული, მომხმარებელს პირდაპირ mBank-დან შექმნის. საკმარისია მას ჰქონდეს საქართველოს ბანკის 1 აქტიური ბარათი, ასევე დისტანციურადაა შესაძლებელი დავიწყებული პაროლის აღდგენა/განახლება.
გადახდები რეგისტრაციის გარეშე - mBank-ი ხელმისაწვდომია მისთვისაც, ვინც არ არის საქართველოს ბანკის კლიენტი, ნებისმიერი ბანკის ბარათით, რეგისტრაციისა და შესვლის გარეშე შეავსებს მობილურ ბალანსს ან გადაიხდის კომუნალურ და სხვა გადასახადებს. შესაძლებელია, ბარათის დამახსოვრება და ფოტოს მიმაგრება. გადახდების ისტორია, შაბლონები, დამახსოვრებული ბარათები ავტორიზაციის შემდეგ ავტომატურად გადავა მომხმარებლის პროფილში;
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss