ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
30  მაისი - ეს დღე ისტორიაში
30 მაისი, 2017, 10:37
30  მაისი - ეს დღე ისტორიაში

თბილისი (GBC)-  30  მაისი- ეს დღე ისტორიაში რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენით შევიდა, მათ შორის ეკონომიკის დარგშიც. როგორ შემოგვინახა ეს დღე ისტორიამ მთავარ მოვლენებს რადიო "თანამგზავრმა" გადაავლო  თვალი:

1431 წლის 30 მაისი: რუანში ჟანა დარკი დაწვეს კოცონზე;

1593 : ლონდონთან ახლოს დუქანში მომხდარ შეტაკებაში დაიღუპა პოეტი კრისტოფერ მარლო, თუმცა არსებობს ვერსია რომ ის გადარჩა და განაგრძო მოღვაწეობა ფსევდონიმით უილიამ შექსპირი;

1631 : პირველი ფრანგული გაზეთის  La Gazette  გამოცემა დაიწყო;

1879 : ამერიკელმა მაგნატმა უილიამ ვანდერბილტმა სპორტული ცენტრის „მედისონ სქვერ გარდენ“-ის შექმნის შესახებ განაცხადა;

1896: ნიუ-იორკში  ოფიციალურად დაფიქსირდა პირველი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა. ჰენრი უელსის ავტომობილი დაეჯახა ველოსიპედისტ ივლინ ტომასს რის შედეგადაც ამ უკანსკნელმა ფეხი მოიტეხა;

1922 : ვაშინგტონში  უმაღლესი სასამართლოს მოსამართლემ უილიამ ჰოვარდ ტაფტმა საზეიმოდ გახსნა ლინკოლნის მემორიალი;

1953: ჟურნალში „Nature“ გამოქვეყნდა ჯეიმს უოტსონის და ფრენსის კირკის ნაშრომი, სადაც მათ საზოგადოებას დე-ენ-ემის (დნმ) სტრუქტურა, ორმაგი სპირალი შესთავაზეს;

2003: წელი: IDC-მა ბაზრის კვლევის შედეგად განაცხადა, რომ Hewlett-Packard (HP) სერვერების ბაზრის ლიდერი გახდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები