| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნატოს საპარლამენტყო ასამბლეის ჩატარება საქართველოში. ძალიან მნიშვნელოვანია ის გზავნილები, რომელიც ამ ტრიბუნიდან გაჟღერდა, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელმაც ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის პლენარულ სხდომაში მონაწილეობა მიიღო.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დეკლარაციის ტექსტზე გაამახვილა ყურადღება, სადაც საქართველოს გამოწვევებზეც არის საუბარი.
"მაშინ როდესაც, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატო-ს პრაქტიკულად მთელმა შემადგენლობამ ამ დეკლარაციით, რომელიც დღეს იქნება მიღებული, მოუწოდა რუსეთს იმისაკენ, რომ მოხდეს არაღიარება სეპარატისტული და ოკუპირებული რეგიონების, ასევე დააფიქსირა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტეის და ტერიტორიული მთალიანობის და ყველა იმ ძირითადი პრინციპის მიმართ, რომელიც მნიშვნელოვანია საერთაშორისო კანონმდებლობით. ასევე მნიშვნელოვანია იმ გამოცდილების გაზიარება, რომელიც ნატოს წევრ ქვეყნებს გააჩნიათ კანონშემოქმედების მიმართულებით, ეს არის გზავნილი ყველა ასპირანტი ქვეყნისთვის, მათ შორის, საქართველოსთვის, რომ მათთვის ნატოს კარი არის ღია,“ - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს მყარი რწმენა, რომ საქართველო აუცილებლად ნატოს წვერი ქვეყანა გახდება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss