ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
AGSO: სახელმწიფო უნდა გამოვიდეს ყურძნის სუბსიდირებიდან და თანხები ექსპორტის გაფართოებაზე  მიმართოს
29 მაისი, 2017, 11:22
AGSO: სახელმწიფო უნდა გამოვიდეს ყურძნის სუბსიდირებიდან და თანხები ექსპორტის გაფართოებაზე  მიმართოს

თბილისი (GBC) - კომპანია “აგრო სოლუშენსი” ყურძნის სუბსიდირებიდან სახელმწიფოს გამოსვლას მიესალმება, თუმცა მიიჩნევს, რომ   პარალელურად, სახელმწიფომ ფინანსები მევენახეების ცოდნის გაღრმავებისკენ უნდა მიმართოს.

აგრო -საკონსულტაციო კომპანიაში აღნიშნავენ, რომ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ასუბსიდირებენ ჭარბწარმოებას და  უმჯობესია სახელმწიფოს ფინანსები იხარჯებოდეს ექსპორტის, ბაზრების ათვისების  მიმართულებით.

 „სახელმწიფო არცერთ შემთხვევაში არ უნდა აძლევდეს გლეხსა და ფერმერს ფულს, იმისთვის რომ ჭარბად ნაწარმოები პროდუქცია სათანადო ფასში ვერ გაყიდა. ეს სცდება საბაზრო ეკონომიკის რელსებს და ვიღებთ სისტემურ პრობლემას, რომელიც საბოლოო ჯამში ისევ მევენახეობა-მეღვინეობის დარგს დააზარალებს.  სუბსიდირების დროს ხარისხიანი პროდუქციის წარმოება კლებულობს. გლეხს გარანტირებული აქვს გარკვეული თანხა, შესაბამისად არ ცდილობს გააუმჯობესოს ყურძნის ხარისხი, არ ცდილობს ცოდნა აიმაღლოს და კონკრეტულ ფართობზე მეტი მოსავალი მიიღოს. ეს ყველაფერი დარგს აზიანებს.  ასეთ შემთხვევაში, რაც უფრო ნაკლები იქნება სახელმწიფოს ჩარევა, მით უფრო ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი იქნება ეს ბიზნესი“, - აცხადებენ კომპანიაში.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ სწორი მოვლის და ხარისხიანი პრეპარატების გამოყენებით 1 ჰა ვენახზე შემოსავლები ხარჯებს 3-4-ჯერ აღემატება, რისი მაგალითიც უკვე მრავლადაა.

„ჩვენ გვაქვს ჭარბწარმოება და იმის მაგივრად რომ მთელი ფინანსები გაყიდვების სტიმულირებაზე მივმართოთ, გლეხებს ვურიგებთ თანხას. ამით პრობლემა ვერ გვარდება, პირიქით, უარეს ჭაობში ვიფლობით. გლეხს ვაძლევთ სტიმულს, რომ მეტი ვენახი გააშენოს, მაშინ როცა მის პროდუქციაზე მოთხოვნა არაა და ისედაც ჭარბადაა“, - „აგრო სოლუშენსი“ მთავრობას მოუწოდებს საფერავის ჯიშის ყურძენთან ერთად დაგეგმოს ყველა ჯიში ყურძენზე სუბსიდირების მოხსნა და გამოთავისუფლებული ფინანსები  მევენახეების ცოდნის გაღრმავებაში მიმართოს და თუნდაც ყურძნის იმ სახეობის (მაგ სუფრის ყურძენი) წარმოება ურჩიოს, რომელის იმპორტიც საკმაოდ მოცულობითია.

„სუბსიდირების მიმართულების შეცვლით მივიღებთ იმას, რომ  ფასი მოთხოვნა-მიწოდების საფუძველზე დადგინდება; გლეხი შეძლებს ერთ ერთეულ ფართობზე მეტი მოსავლის მიღებას; დაიწყება ძველი ვენახების ჩანაცვლება მოთხოვნადი ჯიშებით.  ყურძენზე სუბსიდირების მოხსნა რთული პოლიტიკური ნაბიჯია, თუმცა თუ მოხდება სუბსიდირებაზე გამოყოფილი თანხების ისევ გლეხის ცოდნის ამაღლებაზე დახარჯვა, ამით პროცესი ნორმალურ ჩარჩოებში გადაინაცვლებს“, - მიიჩნევენ კომპანიაში.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები