ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბილაინს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
29 მაისი, 2017, 10:30
ბილაინს ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს

თბილისი (GBC) -  კომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების კომპანია"ბილაინს" ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს. მას ანდჟეი მილინოვსკი უხელმძღვანელებს, რომელმაც პოსტზე  გიორგი ტყეშელაშვილი ჩაანაცვლა. 

ანდჟეი მალინოვსკი წარმოშობით პოლონელი ბიზნესმენია, რომელსაც პირველადი მოხმარების საქონელის მწარმოებელი და ონ-ლაინ ვაჭრობის კომპანიების, e-commerce ტიპის ბიზნესების მართვის 17 წლიანი გამოცდილება აქვს.

ანდჟეი მალინოვსკი მსოფლიოს სხვადასვა ქვეყნებში e-commerce ტიპის ბიზნესების წამოწყების, განვითარებისა და მენეჯმენტის მხრივ შთამბეჭდავი მიღწევებით გამოირჩევა. მათ შორის, ხელმძღვანელობდა სტარტაპებისა და  მობილური აპლიკაციების დანერგვა-განვითარების პროცესებს.

"ბილაინი ტრადიციული სატელეკომუნიკაციო ბიზნესიდან ციფრული მომსახურების პროვაიდერად გარდაიქმნება. გარდაქმნა გულისხმობს კომპანიის ტექნოლოგიურ, სტრუქტურულ და სხვა მნიშვნელოვან ცვლილებებს, რაც დაეხმარება კომპანიას გახდეს ციფრული მომსახურების პირველი პროვაიდერი საქართველოს ბაზარზე და შესთავაზოს მომხმარებლებს ინოვაციური, მათ მოთხოვნებზე მორგებული სერვისები. ჯგუფი დარწმუნებულია ანდჟეის გამოცდილება მნიშვნელოვნად დაეხმარება კომპანიას მიზნების წარმატებით მიღწევაში", - ამბობენ კომპანიაში. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები