| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – „საპარტნიორო ფონდმა“ და კომპანია NATIVE GEORGIAN -მა „ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი“ დაიწყო.
პროექტის პირველი ეტაპი რაჭაში, სოფელ ღარში ევროპული ტექნოლოგიები მეღორეობის ფერმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საფუძველი უკვე ჩაეყარა. პროექტი სულ 5 ეტაპიანია, ჯამური საინვესტიციო პორტფელი 13 მილიონს შეადგენს
„ქართული მთის ღორის გადარჩენის პროექტი” საქართველოში „იბერიკოს“ ჯიშის ანალოგის, უნიკალური ქართული მთის ღორის მოშენების, ქართული „ჰამონის“ წარმოებისა და მსოფლიო ბაზარზე მისი კომერციალიზაციის ეტაპებს მოიცავს. პროექტში ჩართულია სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი.
„Deraza Iberico მსოფლიოში უმსხვილესი ხორცპროდუქტების მწარმოებელი კომპანიაა. მათ გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაშენების პირას მყოფი ესპანური შავი ფერის ღორის ხორციდან ცნობილი „ჰამონის“ წარმოება დაიწყეს და მსოფლიოში ერთ-ერთი მოთხოვნადი და პოპულარული პროდუქტი შექმნეს. ესპანელი ბიზნესმენები საქართველოში უკვე რამდენჯერმე იყვნენ, მათ შემოიარეს მთელი ქვეყანა და ლაბორატორიულ დონეზე შეისწავლეს ადგილობრივი ღორის ჯიშები. სასიხარულოა, რომ საქართველოში აღმოჩნა ისეთი ჯიში, რომელიც ესპანური ღორის „იბერიკოს“ ჯიშის გენოტიპთან იდენტურია და რომლისგანაც ყველაზე ხარისხიანი და ძვირადღირებული ჰამონის დამზადებაა შესაძლებელი“, - განაცხადა საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ. მისი თქმით, ანალოგიური ფერმები აშენდება კიდევ 9 რეგიონში.
პროექტის განხორციელება 5-დან 7 წლამდე პერიოდში იგეგმება.
1 ეტაპი ევროპული ტექნოლოგიებისა და სტანდარტების შესაბამისი მეღორეობის ფერმის მშენებლობას, ასევე საქართველოს მასშტაბით ქართული უნიკალური ჯიშის მთის ღორების მოძიებისა და ფერმებში გადაყვანას გულისხმობს. ამ დროისთვის მოძიებულია 56 ცალი უნიკალური ჯიშის ქართული მთის ღორი. პროექტის პირველი ეტაპი სტერილურ პირობებში 300-მდე დედა ღორის მოშენებას ითვალისწინებს და აღნიშნული ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 1.000.000 აშშ დოლარს შეადგენს.
პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში დაგეგმილია 1200-მდე დედა ღორის მოშენება. ანალოგიური ფერმების მშენებლობა საქართველოს 9 რეგიონში. პროექტის მეორე ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 3,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს.
ქართული მთის ღორის ჯიშის გადარჩენის პროექტის მესამე ეტაპი სოციალურ ასპექტს მოიცავს, კერძოდ, ფერმებიდან მოსახლეობისთვის ბუნებრივ პირობებში გასაზრდელად 23 კგ -ზე ზემოთ ღორების გადაცემას ითვალისწინებს. 100 კგ-დან 150 კგ-მდე წონის ღორებს კი კომპანია უკან, ფიქსირებული თანხის სანაცვლოდ ჩაიბარებს.
პროექტის მეოთხე ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, ევროპული სტანდარტის ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს შექმნას და ქართული მთის ღორისგან დამზადებული ხორცპროდუქტების რეალიზაციას ითვალისწინებს. პროექტის ამ ეტაპის საინვესტიციო მოცულობა 1,2 მლნ აშშ დოლარია.
მეხუთე ეტაპი კი ქართული „ჰამონის“ დასამზადებელი საწარმოს შექმნას და მის მსოფლიო ბაზარზე ექსპორტს გულისხმობს. ამ ეტაპის საინვესტიციო მოცულობა საბრუნავი კაპიტალის ჩათვლით 7 მილიონს შეადგენს.
„ჰამონი“ სპეციალური ღორის ჯიშიდან წარმოებული ლორია, რომელსაც მხოლოდ ესპანეთში და პორტუგალიაში აწარმოებენ. ის ხორცპროდუქტებში მსოფლიოში აღიარებული ბრენდია. კომპანია NATIVE GEORGIAN-ის მფლობელის მიერ ესპანეთში დაარსებული კომპანია „Deraza Iberico S.L.„ პიონერია იბერიული ღორის ხორცის წარმოებასა და რეალიზაციაში. კომპანიამ შექმნა ახალი ბაზარი ამ სექტორში და დღეს მისი უდაო ლიდერია. „Deraza Iberico S.L.„ თითოეული ღორიდან დაახლოებით 600 სახეობის სხვადასხვა პროდუქტს აწარმოებს. კომპანიის გაყიდვები 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით 85 მილიონ ევროს ასცდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss