| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სასოფლო -სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებასთან დაკავშირებით ბიზნესმენი ფადი ასლი განცხადებას ავრცელებს.
საერთაშორისო სავაჭრო პალატის პრეზიდენტი ამბობს, რომ მიწის გასხვისების აკრძალვას უცხოელებზე მხარს უჭერს.
" უცხოელებს, რომლებიც სერიოზულად არიან დაინტერესებული სოფლის მეურნეობით, შეუძლიათ მიწის გრძელვადიანი იჯარით აღება. აკრძალვა გზას მოუჭრის მათ ვისაც მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაციური მიზნით სურს მიწის შეძენა. საქართველო ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მოექცეს ძალიან მდიდარი უცხოელი ინვესტორების მფლობელობაში... სამწუხაროდ! მე ასევე მჯერა, რომ სასოფლო სამეურნეო მიწის გამონაკლის შემთხვევებში გასხვისების შესაძლებლობა კარს გაუღებს კორუფციულ გარიგებებს.
ასევე, არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ეს აკრძალვა სერიოზულ გავლენას იქონიებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებზე. საქართველო არ არის აგრარული ქვეყანა და შესაბამისად ყველა იმ უცხოელი ინვესტორისგან ვინც დაინტერესდება საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით, ძალიან მცირე ნაწილი დაინტერესდება სოფლის მეურნეობით", - აცხადებს ფადი ასლი.
შეგახსენებთ, სასოფლო -სამეურნეო მიწის უცხოელებზე გასხვისებაზე საზოგადოების აზრი ორად არის გაყოფილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss