ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საბანკო სესხების მხოლოდ 40 პროცენტია ლარში გაცემული
25 მაისი, 2017, 16:24
საბანკო სესხების მხოლოდ 40 პროცენტია ლარში გაცემული

თბილისი (GBC) - 1 მაისითვის კომერციულ ბანკებს 18.5 მლრდ ლარის კრედიტები აქვთ გაცემული. ზრდა 106.2 მლნ ლარია (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.7%) 

 ამავე პერიოდში, ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 143.8 მლნ ლარით (2.0 პროცენტით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 37.6 მლნ ლარით (0.3 პროცენტით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.2 პროცენტით შემცირდა).

რეზიდენტი იურიდიული პირებისათვის 2017 წლის აპრილის ბოლოს კომერციულ ბანკებს ეროვნული ვალუტით გაცემული ჰქონდათ 2.2 მლრდ ლარის (წინა თვესთან შედარებით 2.1 პროცენტით მეტი), ხოლო უცხოური ვალუტით - 6.1 მლრდ ლარის (1.1 პროცენტით ნაკლები) მოცულობის სესხი (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 0.9 პროცენტით ნაკლები).

2017 წლის აპრილის განმავლობაში 1.4 პროცენტით ანუ 129.2 მლნ ლარით გაიზარდა რეზიდენტი ფიზიკური პირების დაკრედიტების მოცულობა და მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის 9.4 მლრდ ლარს გადააჭარბა.

მიმდინარე წლის პირველი მაისისათვის მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 39.62 პროცენტი შეადგინა. პირველი აპრილის მდგომარეობასთან შედარებით, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, მთლიანი სესხების ლარიზაცია 0.52 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები