| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ლარის ბონდებისადმი ინვესტორების ნდობა საქართველოში სავალუტო ფონდის პროგრამით არის გამყარებული, - ამის შესახებ კობა გვენეტაძემ „საქართველოს ბანკის“ მიერ 500 მლნ ლარის ობლიგაციების გამოშვების შეფასებისას განაცხადა.
მან ბონდების გამოშვებას კაპიტალის ბაზრის განვითარებაში კონცეპტუალურად ახალი ეტაპი უწოდა, აღნიშნა, რომ გაზაფხულზე სსფ-ს მიერ საქართველოს რეფორმების მხარდაჭერა გახდა სიგნალი ინვესტორებისთვის, რომ არსებული პოლიტიკით, საქართველოში მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდება და გატარდება რეფორმები.
„ის, ფაქტი, რომ უცხოელმა ინვესტორებმა ნდობა გამოუცხადეს ქართულ ვალუტას და ქართულ ეკონომიკას, ვფიქრობ, ერთ-ერთი გამოძახილი და ის სიგნალია, რომლისთვისაც ვფიქრობდით, რომ აუცულებელი იყო სსფ მხარდაჭერა“, - განაცხადა კობა გვენეტაძემ და აღნიშნა, რომ ლარით დენომინირებულ ფასიან ქაღალდებზე ხელმისაწვდომობა გაზრდის ქართული ბაზრის ცნობადობას და ხელს შეუწყობს უცხოელი ინვესტორებისთვის კაპიტალის ბაზრის მიმზიდველობას.
გვენეტაძე იმედოვნებს, რომ „საქართველოს ბანკს“ მიმდევრებიც გამოუჩნდებიან და სხვა, ადგილობრივი კომპანიებიც შეძლებენ ლარის ფასიანი ქაღალდების გამოშვებას.
„ნამდვილად ისტორიული დღეა, რომელიც დაეხმარება დედოლარიზაციას“, - განაცხადა მთავარმა ბანკირმა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss