ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტექნოპარკში სტარტაპ საქართველოს ღია კარის დღე გაიმართა
25 მაისი, 2017, 12:27

თბილისი (GBC) - „ ტექნოლოგიურ პარკში სტარტაპ საქართველოს“ ღია კარის დღე გაიმართა, რომელშიც პროგრამის კოორდინატორების გარდა, გამარჯვებულმა სტარტაპერებმაც მიიღეს მონაწილეობა. მათ საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრეს და დაინტერესებული პირების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს.

პროგრამის კოორდინატორებმა პოტენციურ აპლიკანტებს კონკურსში მონაწილეობის წესებისა და პირობების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათ შეკითხვებს გასცეს პასუხი. „სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, აქედან 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის. გამარჯვებული პროექტების ავტორები უკვე მუშაობენ საკუთარი იდეების განხორციელებაზე.

„სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 03 31 23

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.

„სტარტაპ საქართველო“ პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები