ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისის შემოვლითი და ნატახტარი-ჟინვალის გზების პროექტირება იწყება
25 მაისი, 2017, 12:02
თბილისის შემოვლითი და ნატახტარი-ჟინვალის გზების პროექტირება იწყება

თბილისი (GBC) - თბილისის შემოვლითი გზის 55-კილომეტრიანი მონაკვეთისა და ნატახტარი-ჟინვალის 28-კილომეტრიანი მონაკვეთის პროექტირება იწყება, - ალტერნატიული ჩქაროსნული მაგისტრალის შესახებ, რომელიც ქალაქს მნიშვნელოვნად განტვირთავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის  სხდომაზე ისაუბრა.

გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ეს, ამავდროულად, იქნება მლეთა-კობის მონაკვეთისკენ მიმავალი ჩქაროსნული გზის დასაწყისი, რაც ქვეყნის სატრანზიტო ფუნქციის სრულად განხორციელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია.

გზის პროექტირება 15 თვეში დასრულდება, რის შემდეგაც მშენებლობა დაიწყება.

„დღეს უკვე პროექტირებისა და დიზაინის მომზადების პროცესშია ძალიან ბევრი პროექტი. მოგეხსენებათ, წელს ჩვენი ინფრასტრუქტურული ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. მომავალ წელს შარშანდელი მონაცემების თითქმის გაორმაგება იგეგმება და ვფიქრობთ, ეს მოიტანს ძალიან მნიშვნელოვან ეფექტს, როგორც ეკონომიკური ზრდის, ასევე დასაქმების კუთხით. მომავალი წლის გაზაფხულიდან ერთდროულად ჩაირთვება ძალიან ბევრი პროექტის მშენებლობა, რაც ძალიან დაეტყობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები