ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
თბილისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო  IOTA HOTEL იხსნება
25 მაისი, 2017, 11:47
თბილისში 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო  IOTA HOTEL იხსნება

თბილისი (GBC) - რამდენიმე დღეში თბილისის ცენტრში კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო დაიწყებს ფუნქციონირებას.

5 ვარსკვლავიანი IOTA HOTEL TBILISI-ი 90 ნომერზეა გათვლილი და ის ოფიციალურად 2 ივნისს გაიხსნება.

IOTA HOTEL TBILISI-ს მარკეტინგის დირექტორის თამარა ჯავახაძის განმარტებით, IOTA ქართული ბრენდია, რომელიც სასტუმრო ბაზარზე პოზიციონირებას მალე დაიწყებს.

„რაც მთავარია IOTA Hotel-ის მშენებლობაში და კეთილმოწყობისას გამოყენებულია ეკოლოგიურად სუფთა ქართული ხის მასალები. სასტუმრო ნომრები და ზოგადად სასტუმროს ინტერიერი კლიენტის მოთხოვნებსაა მორგებული.  სასტუმროში 300 კვ/მ ფართობზე განთავსებულია ვერტიკალური ბაღი“, აცხადებს IOTA Hotel-ის მარკეტინგის დირექტორი.

მისივე ინფორმაციით, ვერტიკალური ბაღი ქართული ენდემური ჯიშების მცენარეებითაა გაწყობილი.

IOTA Hotel-მა შესაძლოა გინესის რეკორდებიც კი დაამყაროს. როგორც სასტუმროს მარკეტინგის დირექტორი აცხადებს, სასტუმროში განთავსებულ რესტორან „ღუმელში“ დამონტაჟებულია უზარმაზარი ღუმელი და სწორედ ამიტომ მოლაპარაკებები და კონსულტაციები მიმდინარეობს კომპანია „გინესთან“, რათა საბოლოოდ დადასტურების შემთხვევაში IOTA Hotel TBILISI-ის ღუმელმა შესაბამისი აღიარება მოიპოვოს.

სასტუმროში მოეწყობა ასევე საკონფერენციო დარბაზიც, რომელიც 160 ადამიანზე იქნება გათვლილი.

IOTA Hotel TBILISI-ში სასტუმრო ნომრების დაჯავშნა/გაყიდვა Booking.com-ზე უკვე დაწყებულია.

IOTA Hotel-ი თბილისის ცენტრში, ტაბიძისა და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაზე მდებარეობს და მისი რეკონსტრუქცია ინვესტორმა 2016 წელს დაიწყო.

ლერმონტოვის #10-ში წლების უკან ენერგეტიკის სამინისტრო იყო განთავსებული, ხოლო შემდგომ თბილისის საკრებულო.

შენობა კომპანია „ლერმონტ“-მა „აქტივების მართვისა და განვითარების კომპანიისგან“ უპირობო აქუციონზე გასულ წელს იყიდა.

ლერმონტოვის ქ. №10-ში არსებული 1363 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ღირებულება აუქციონზე 4 527125 ლარი იყო.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები