| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ირანს შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს ევროპის გაზით მომარაგების დივერსიფიცირებაში, - განუცხადა სააგენტო Trend-ს ევროკომისიიდან წყარომ.
მან აღნიშნა, რომ ირანული გაზის ევროპაში ტრანსპორტირება შესაძლებელი იქნება თუ ირანი მიუერთდება "სამხრეთის გაზის დერეფანს".
„სამხრეთის გაზის დერეფანის გაშვება შესანიშნავი შესაძლებლობაა ირანისთვის შევიდეს ევროპის გაზის ბაზარზე“, - აღნიშნა სააგენტოსთან მოსაუბრე ანონიმმა წყარომ.
მისი თქმით, შესაძლებელია გაზის შეტანა თხევადი სახითაც (LNG) მოხდეს, თუმცა რა სახით შეიტანს ირანი გაზს ევროპაში თავად ამ ქვეყნის გადასაწყვეტია.
აღსანიშნავია, რომ OPEC-ის მონაცემებით, ირანი გაზის დადასტურებული მარაგებით მსოფლიოში მეორე ადგილზეა, რუსეთის შემდეგ. მისი მარაგის მოცულობა 33.5 ტრილიონ კუბ. მეტრს შეადგენს
როგორც იცით, "სამხრეთის გაზის კორიდორი" ერთ-ერთი პრიორიტეტული პროექტია ევროკავშირისთვის და 10 მლრდ კუბ. მეტრი გაზის გატარებას ითვალისწინებს. ამ დერეფანში ბაქო-თბილისი-ერზრუმის გაზსადენს მიუერთდება TANAP-ი და TAP-ის გაზსადენები. მთავარ მიმწოდებლად აზერბაიჯანი განიხილება, თუმცა არ არის გამორიცხული მას თურქმენეთი და ირანიც შეუერთდეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss