ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა  
25 მაისი, 2017, 10:34
თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა   

 

თბილისი (GBC) - თბილისში რეგიონული ენერგეტიკული სამიტი გაიხსნა.

ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით,  სამიტი ეძღვნება ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რეფორმებს და იმართება ენერგეტიკის სამინისტროს, USAID-ის პროექტის  „მმართველობა განვითარებისათვის“ G4G -ის და ევროკავშირის   EU4ENERGY-ის მხარდაჭერით. 

„დღევანდელი „რეგიონული ენერგეტიკული სამიტი“ წარმოადგენს გასულ წელს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის სამიტის და გამართული ღონისძიების სახეცვლილებას. წელს სამინისტროს ინიციატივით ჩვენს პარტნიორებთან ერთად გადავწყვიტეთ მისი მასშტაბი გაგვეფართოვებინა და შინაარსი, თემატური რაკურსი შეგვეცვალა ახალი გარემოებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს „ენერგეტიკულ გაერთიანებაში“ გაწევრიანებას უკავშირდება. დღეს უკვე წარმოვადგენთ აღნიშნული ორგანიზაციის ოფიციალურ წევრს და აქედან გამომდინარე, ჩვენი ამოცანაა ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოება და შესაბამისი რეფორმატორული საქმიანობისათვის ოპტიმალური დღის წესრიგის შემუშავება, რომელიც, ასევე, მორგებული იქნება რეგიონის სპეციფიკას", - განაცხადა სამიტის გახსნისას კახა კალაძემ. 

სამიტზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, მათ შორის, საქართველოს მიერ ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების ხელშეკრულების შესაბამისად გატარებული რეფორმები და მათი ზემოქმედება  ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობაზე. ასევე ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოების და ვაჭრობის ხელშეწყობისათვის საჭირო რეგიონალური ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და ინფრასტრუქტურული პრიორიტეტების განსაზღვრა და დაფინანსება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები