| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ბაზრის მონაწილეები საქართველოში სურსათის დანაკარის პრობლემის არსებობაზე საუბრობენ.
კონკრეტული ციფრები უცნობია, თუმცა, ზედაპირული კვლევითაც ჩანს, რომ რესპონდენტთა უმრავლესობა სხვადასხვა პროდუქტის დანაკარგების პრობლემას ადასტურებს და აღნიშნავს, რომ საკითხი დროულად მოსაგვარებელია.
საკითხზე დაინტერესებული მხარეები სემინარზეც შეიკრიბნენ, რომელიც ევროკავშირისა და FAO-ს ორგანიზებით, სოფლისა და სოფლის მეურნეობისა განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში გაიმართა.
FAO-ს ექსპერტმა, მერიამ რეზეიმ სემინარის მონაწილეებს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების კუთხით საქართველოში არსებული სიტუაცია გააცნო, რომელიც რეგიონებში შეაგროვა, სადაც შეხვდა და გამოკითხა თხილის, ციტრუსისა და კარტოფილის ღირებულებათა ჯაჭვის მონაწილე მხარეები: მწარმოებლები, გადამამუშავებლები, ექსპორტიორები და ასოციაციების წევრები.
საკვების დანაკარგის მთავარ მიზეზებად ფერმერებსა და მწარმოებლებში კარგი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის, ასევე მოსავლის დაბინავებისა და მოვლის უნარ-ჩვევების, და ტექნოლოგიების ცოდნისა და მათზე წვდომის ნაკლებობა დასახელდა.
FAO-ს ექსპერტი ამბობს, რომ პრობლემასთან გამკლავებისთვის აუცილებელია სექტორში განათლების ამაღლება და ახალი ტექნოლოგიების შესახებ მეტი ინფორმაციის მიწოდება. გარდა ამისა, მთავრობას მიეცა რეკომენდაცია სურსათის დანაკარგების შემცირების ეროვნული სტრატეგიის შემუშავების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ გლობალურად, ადამიანთა მოხმარებისათვის წარმოებული სურსათის 1/3 (1.3 მილიარდი ტონა) ღირებულებათა ჯაჭვში იკარგება. შედეგად, მსოფლიოში ნაკლები საკვებია ხელმისაწვდომი, რასაც თავის მხრივ სურსათის უსაფრთხოების პრობლემას ქმნის. ამასთან, სურსათის დანაკარგები და ნარჩენები გარემოზეც უარყოფითად ზემოქმედებენ.
პრობლემის გადასაჭრელად FAO-ს გლობალური რეკომენდაციაა: წარმოების უკეთ დაგეგმვისა და მისი ეფექტურობის ამაღლება, სურსათის შენახვისა და შეფუთვის ტექნოლოგიების გაუმჯობესება, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის მენეჯმენტის დახვეწა და ღირებულებათა ჯაჭვში ჩართული აქტორების, მათ შორის ქალებისა და მცირე მწარმოებლების თანაბარი ჩართულობა და მონაწილეობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss