ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ქართული თათარას მსხვილი პარტია ისრაელის ბაზარზე შევიდა
24 მაისი, 2017, 17:03
ქართული თათარას მსხვილი პარტია ისრაელის ბაზარზე შევიდა

თბილისი (GBC) -  კომპანიამ  „გრეიფი” ისრაელში ექსპორტი დაიწყო.

ტკბილეული  „თათარა“ უკვე ისრაელის ბაზარზეა და საცალო ქსელებში გაიყიდება.

კომპანიაში ამბობენ, რომ ახალ ბაზარზე მსხვილი საექსპორტო პარტია - 3 500 შეფუთვა გაიტანეს, მომდევნო თვეში კი, „თათარა“  ბალტიის ქვეყნებში, ბრიტანეთსა და გერმანიაში გაიგზავნება.

დღეისათვის მცირე საწარმო დღეში 700 კოლოფ ტკბილეულს აწარმოებს,  ექსპორტის ზრდასთან ერთად კი, საწარმოო სიმძლავრის გაზრდა იგეგმება.

„ვგეგმავთ რუსეთში ექსპორტს, საკმაოდ დიდი მოცულობაზეა საუბარი და გაფართოების შემთხვევაში დღეში  20 000 ყუთის გამოშვებას შევძლებთ“, - ამბობენ „გრეიფში“.

აღსანიშნავია, რომ  ”გრეიფი” „თათარას“ ბრენდით  5 სახეობის ტკბილეულს აწარმოებს. პროდუქცია 100% ნატურალურია,  ტრადიციული რეცეპტით დამზადებული თათარა კაკლოვანი კულტურების დამატებით (კაკალი, თხილი, ნუში, მიწის თხილი) სხვადასხვა ფორმებშია ჩამოსხმული.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები