ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
რაკია: გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
24 მაისი, 2017, 15:38
რაკია: გელა მიქაძის წინააღმდეგ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

თბილისი (GBC) - "რაკია ჯორჯია" პარლამენტის დეპუტატის, გელა მიქაძისა და წინა მთავრობის მაღალჩინოსნის, გიორგი ჯანაშიას წინააღმდეგ გამოტანილ 15 წლიან პატიმრობაზე განცხადებას ავრცელებს. 

კომპანიაში ამბობენ, რომ დაკისრებული "17.2 მლნ აშშ დოლარი  არის ერთი პატარა ნაწილი იმ სოლიდური თანხიდან, რომელიც გელა მიქაძემ თაღლითური გზით მიითვისა.”

კომპანია 2013 წელს საქართველოში დაწყებულ გამოძიებასაც იხსენებს და აღნიშნავს, რომ "კომპანიის წილების თაღლითურად მითვისების ბრალდებით გელა-ზაზა მიქაძემ 2013 წელს, საქართველოში ნახევარწლიანი პატიმრობის შემდეგ, აღიარა დანაშაული და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა".

"სანამ მიქაძე პარლამენტის წევრად რჩება აღსანიშნავია, რომ რამდენიმე ათეული სასამართლო პროცესი მის წინააღმდეგ მსოფლიოს არა ერთ ქვეყანაში მიმდინარეობს, მათ შორის საქართველოში", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, გელა მიქაძე ბრალდებას უარყოფს და საპასუხოდ, სასამართლო დავის დაწყებას აპირებს. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები