| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კურორტი გოდერძის განვითარება ახალ ეტაპზე გადადის.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით განისაზღვრა 2017 -2018 წლებში დაგეგმილი სამუშაოები.
კერძოდ, მოხდება კურორტის შიდა, 3 კილომეტრიანი საავტომობილო გზის მშენებლობა, რისთვისაც 8 მლნ დაიხარჯება.
დაგეგმილია ეთნოგრაფიული მუზეუმისთვის განკუთვნილი შენობის შეძენა და მოწყობა, ასევე 112-ის ობიექტებისათვის შენობის მშენებლობა.
კურორტის პოპულარიზაციის მიზნით, ყოველწლიური ტრადიცული ღონისძიებების გამართვა (სამთო ველო სპორტში, Off-Road, Goderdzi Ethno Fest“ და ა.შ) 2017 წლის ბიუჯეტი - 80 000 ლარით განისაზღვრა.
ამოქმედდება ადიგენის მიმართულებით ყოველდღიური სამარშუტო კეზბორი (12 ადამიანი) 2017 -2018 წლის ბიუჯეტი - 24 000 ლარია, ასევე ბათუმი - გოდერძის მიმართულებით იფრენს სამარშუტო ვერტმფრენი (6 ადამიანი). 2017-2018 წლის ბიუჯეტი - 300 000 ლარია.
ფრენები სავარაუდოდ, 2017 წლის დეკემბრიდან დაიწყება და საკურორტო სეზონის დასრულებამდე (დაახლოებით 4 თვე) გასტანს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss