ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
ბიზნესი << უკან
ჯორჯიან მანგანეზის  სპეცმმართველს ყოფილ მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ  
24 მაისი, 2017, 14:14
ჯორჯიან მანგანეზის  სპეცმმართველს ყოფილ მენეჯმენტთან მჭიდრო თანამშრომლობისკენ მოუწოდებენ  

თბილისი (GBC) - „ჯორჯიან მანგანეზში“ სპეცმმართველის  დანიშვნას "ფეროშენადნობი პროდუქციის მწარმოებელთა და მანგანუმის მომპოვებელთა ასოციაცია" ეხმაურება.

ორგანიზაცია დარგის მნიშვნელობაზე აღნიშნავს და აცხადებს, რომ ბაზრის უმსხვილეს კომპანიაში სპეციალურ მმართველის დანიშვნის დეტალების გარკვევის პროცესშია.

„პირველ რიგში, ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ „ჯორჯიან მანგანეზი“ არ არის მხოლოდ „ერთი საწარმო“, იგი ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოების კუთხით მთლიანი დარგის 70%-ზე მეტს, ხოლო მანგანუმის მადნის მოპოვების კუთხით კი თითქმის 100%-ს წარმოადგენს. გამომდინარე აქედან, როგორც დარგის უმსხვილესი წარმომადგენელი, იგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მის შეუფერხებლად ფუნქციონირებაში. კერძოდ, სხვა  საწარმოების უმრავლესობა სწორედ რომ ჭიათურის მანგანუმის კონცენტრატის გადამუშავებასა და წარმოებული ფეროშენადნობი პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საერთაშორისო ბაზარზე არსებული მოთხოვნის გათვალისწინებით შეიძლება ჩაითვალოს, რომ ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოება და ინდუსტრიის განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მიმართულებაა და სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ შეიქმნას უკეთესი საინვესტიციო გარემო, მოხდეს ახალი ქარხნებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, შეიქმნას ლიბერალური საგადასახადო სისტემა მინიმუმამდე დაყვანილი ბიუროკრატიით, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ბოლო წლებია აქტიურად ახორციელებს კიდეც“, - ნათქვამია განცხადებაში, სადაც აღნიშნულია, რომ  მნიშვნელოვანია სპეციალურმა მმართველმა მჭიდროდ  ითანამშრომლოს მფლობელის მიერ დანიშნულ მენეჯმენტთან და მათ ერთობლივად  დასახონ არსებული პრობლემების უმოკლეს ვადებში გადაჭრის გზები და არ უნდა მოხდეს საწარმოების ფუნქციონირების შეფერხება.  

ასოციაცია იმასაც აცხადებს, რომ  მისმა წევრმა კომპანიებმა უკვე დაისახეს გეგმად მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს საწარმოო პროცესის მოდერნიზაცია, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი გარემოზე ზემოქმედების რისკი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ  მხოლოდ 2017 წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან 108,4 მლნ. აშშ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობი პროდუქციის ექსპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ექსპორტის 15,6%-ს შეადგენს, რაც მიუთითებს, რომ  მანგანუმის მადნის მოპოვება და ფეროშენადნობი პროდუქციის წარმოება დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები