ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მომავალმა იურისტებმა სააღსრულებო სამართლის ზოგადი კურსი   გაიარეს
24 მაისი, 2017, 13:11
მომავალმა იურისტებმა სააღსრულებო სამართლის ზოგადი კურსი   გაიარეს

თბილისი (GBC) - იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებმა აღსრულების ეროვნულ ბიუროში სააღსრულებო სამართლის ზოგადი კურსი გაიარეს.

ტრენინგები თსუ-ის თვითმმართველობისა და ბიუროს ერთობლივი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში, 25-მა სტუდენტმა გაიარა. მათ შორის იყვნენ, თბილისის სახელმწიფო, ილიას, ტექნიკური და საქართველოს უნივერსიტეტების იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები.

აღსრულების ეროვნული ბიუროს  ცნობით, მომავალმა იურისტებმა მიიღეს ინფორმაცია ბიუროს  საქმიანობის შესახებ. სემინარების ფარგლებში ისინი გაეცნენ საქართველოს სააღსრულებო სისტემას; აღსრულების ორგანოების სტრუქტურას, მათ სამართლებრივ სტატუსსა და კომპეტენციას; სააღსრულებო წარმოების მონაწილეებს და მათ სამართლებრივ მდგომარეობას; აღსრულების დაწყების სამართლებრივ საფუძვლებს; აღსრულების ეტაპებს; აღსრულების შედეგებს. გაიმართა დისკუსიები და განიხილეს რეალური შემთხვევები.

სტუდენტებმა მოისმინეს პრეზენტაციები აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ, მათ შორის: მოვალეთა რეესტრი, ელექტრონული აღსრულება, ფაქტების კონსტატაცია.

პირველად ზოგადი კურსის ფარგლებში, სტუდენტები გაეცნენ გადახდისუუნარობის საქმისწარმოებას.  

პროექტის მიზანია სტუდენტებში აღსრულების ეროვნული ბიუროსა და სააღსრულებო სისტემის შესახებ ცნობადობის ამაღლება; სააღსრულებო საქმიანობის შესწავლის ინტერესისა და ინიციატივის დანერგვა.

ტრენინგებს სააღსრულებო თემატიკაზე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები: ნინო გოგელაშვილი, სოფიო ქურთაული, რუნარ გუსეინოვი, მაია ბარათაშვილი, ხათუნა გაზდელიანი, ეკა ახალკაცი, დავით ტატიშვილი და ნათია სახოკია უძღვებოდნენ.

აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო სისტემის თემატიკაზე მომავალ იურისტებთან ტრენინგებს მომავალშიც განაგრძობს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები