| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |
თბილისი (GBC) - მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმადიმიტრი ქუმსიშვილმა და მსოფლიო ბანკის დირექტორმა სტრატეგიისა და პროგრამების დარგში ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მარია შერმანმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
შეხვედრას ასევე დაესწრო მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი მერსი ტემბონი.
ქუმსიშვილი მსოფლიო ბანკის წარმომადგენლებს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის შესახებ ესაუბრა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე პროექტებსა და პროგრამებზე და ასევე სამომავლო თანამშრომლობაზე.
აღინიშნა მსოფლიო ბანკთან განვითარების პოლიტიკის მიმდინარე ორი პროგრამის შესახებ, რომლიდანაც ერთი უკვე დამტკიცდა, ხოლო მეორე, რომელიც განკუთვნილია საქართველოს კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობის ხელშეწყობისათვის, მიმდინარე წლის ზაფხულში დამტკიცდება.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ბანკი 1992 წლიდან არის საქართველოს ბაზარზე და 2.68 მლრდ. აშშ დოლარი აქვს პროექტებისთვის გამოყოფილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss