ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო და თურქეთი ეკონომიკურ და ვაჭრობის კომისიას აფუძნებენ
23 მაისი, 2017, 16:32
საქართველო და თურქეთი ეკონომიკურ და ვაჭრობის კომისიას აფუძნებენ

თბილისი (GBC) - საქართველო და თურქეთი ეკონომიკურ და ვაჭრობის კომისიას აფუძნებენ- შესაბამისი დეკლარაცია საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ბინალი ილდირიმის ვიზიტისას გაფორმდა. 

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი გახარიამ და თურქეთის ეკონომიკის მინისტრმა ნიჰათ ზეიბექჩიმ.

დოკუმენტის ხელმოწერამდე ორი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართა, სადაც საქართველოსა და თურქეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს.

გიორგი გახარიამ და ნიჰათ ზეიბექჩიმ ისაუბრეს საქართველოსა და თურქეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფართოების შესახებ, რომელიც ითვალისწინებს საქონლით ვაჭრობის შემდგომ ლიბერალიზაციას და ასევე მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის დამატებას.

ამ საკითხებზე ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკებები დაწყებულია და მხარეები შეთანხმდნენ, რომ მაქსიმალურად დაჩქარდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში აღნიშნული ცვლილებების განხორციელების, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის სერვისებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის პროცესი.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიმდინარე მოლაპარაკების ფარგლებში თურქეთის მხრიდან განხილულ  ლიბერალიზაცია ისეთ პროდუქციაზე, როგორიცაა ღვინო, თაფლი, ცოცხალი პირუტყვი,  ყურძენი, ჩაი, ხილი და ხილის ჩირი, ხილის ჯემები, ხილისა და ბოსტნეულის წვენები, თევზის ფქვილი და სხვა პროდუქტები, რაც  ხელს შეუწყობს თურქეთის ბაზარზე ქართული წარმოშობის სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მოცულობის ზრდას, ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის კიდევ უფრო მეტად განვითარებას და უფრო მეტ ქართველ მეწარმეს მისცემს საშუალებას ისარგებლოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები