ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სტარტაპ საქართველო მორიგ ღია კარის დღეს მართავს
23 მაისი, 2017, 13:30
სტარტაპ საქართველო მორიგ ღია კარის დღეს მართავს

თბილისი (GBC)  - 24 მაისს ოთხშაბათს, 18 საათზე „სტარტაპ საქართველოს“ კოორდინატორები პოტენციურ აპლიკანტებს ტექნოლოგიურ პარკში შეხვდებიან.

ღია კარის დღეზე მოწვეული არიან ასევე ის სტარტაპერები, რომელთა ბიზნეს იდეებმა მიიღეს „სტარტაპ საქართველოს“ დაფინანსება და უკვე მუშაობენ პროექტის განხორციელებაზე.

ინოვაციური კომპონენტის სტარტაპერები საკუთარ გამოცდილებაზე ისაუბრებენ და დასმულ შეკითხვებს უპასუხებენ.

როგორც იცით, „სტარტაპ საქართველოს“ 79 გამარჯვებული ჰყავს, აქედან 59 ბიზნეს იდეა ინოვაციურ კომპონენტს ეკუთვნის.

თბილისის მერიამ გამოყო ავტობუსი, რომელიც უზრუნველყოფს ღია კარის დღეზე დასწრების მსურველთა ტრანსპორტირებას ორივე მიმართულებით: თბილისი-ოქროყანა, ოქროყანა-თბილისი. ავტობუსი 16:30-დან განთავსდება 9 აპრილის პარკის მიმდებარედ, ფხოვის ქუჩის დასაწყისში. (ავტობუსი ოქროყანის მიმართულებით გავა 17 საათზე).

 „სტარტაპ საქართველო“ პროგრამის ინოვაციურ კომპონენტში ბიზნეს პროექტებსა და აპლიკაციებს უწყვეტ რეჟიმში იღებს. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ინტერნეტ გვერდზე www.startup.gov.ge დამატებითი ინფორმაციისთვის მუშაობს ცხელი ხაზი: 2 03 31 23;

დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამას" მთავრობის ინიციატივით საპარტნიორო ფონდი და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ერთობლივად ახორციელებენ. „სტარტაპ საქართველო" მაღალტექნოლოგიური და ინოვაციური კომპონენტებისგან შედგება.

„სტარტაპ საქართველო“ პოტენციური სტრატაპერებისთვის ღია კარის დღეს ყოველთვიურად მართავს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები