| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სატრანსპორტო კავშირების გაღრმავებასა და სატრანზიტო დერეფანის განვითარებაზე იმსჯელეს საქართველოს ეკონომიკის მინისტრისა და თურქეთის ტრანსპორტის, საზღვაო საქმეთა და კომუნიკაციების მინისტრის შეხვედრაზე.
მხარეებმა ისაუბრეს იმ რეგიონული მასშტაბის პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც ორივე ქვეყნისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, მათ შორის ბრეშუმის გზის განვითარებაზე.
გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საქარტველოს აქვს შესაძლებლობა გახდეს რეგიონის სატრანსპორტო და ლოგისტიკური ცენტრი, რისთვისაც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის მინისტრმა ბაქო-თბილისი-ყარსის ახალი სარკინიგზო ხაზი, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაცია, აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა და თანამედროვე ლოგისტიკური ცენტრების განვითარება დაასახელა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საავტომობილო მიმოსვლის განვითარებას, განიხილეს გადაზიდვის ნებართვების რაოდენობის გაზრდა და ორივე ქვეყნის ტერიტორიაზე გადამზიდავებისთვის მაქსიმალური ხელშეწყობა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss