| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – “გრუზვინპრომი” ჩინურ კომპანია Jiangxi Silk Road Investment-თან სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებს.
მხარეებს შორის 15 წლიანი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც ითვალისწინებს გრძელვადიან თანამშრომლობას ბრენდისა და საბრენდე სპირტის წარმოების, მიწოდებისა და რეალიზაციის მიმართულებებით.
მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია ერთობლივი კომპანიის დაფუძნება, რომელიც ჩინეთში ქართული ბრენდის პოპულარიზაციას და ადგილობრივ ბაზარზე მიწოდება-რეალიზაციას შეუწყობს ხელს.
„დღევანდელი მემორანდუმი საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავების კიდევ ერთი ნათელი მაგალითია და წინაპირობაა იმისა, რომ მოლოდინები, რომელიც ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების საფუძველზე გაჩნდა, შესრულდება. ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოდან, ღვინის ქვეყნიდან პროდუქციის ექსპორტის ზრდას ჩინეთში, რომელიც აფასებს და პატივს სცემს ჩვენ ისტორიას და ტრადიციებს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ხელმოწერის ცერემონიაზე აღინიშნა, რომ ძიანგსის პროვინციის მოსახლეობა 400 მლნ-ზე მეტია, შესაბამისად, ეს ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტის ზრდისა და პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანია.
დღეისათვის, ჩინეთის ბაზარზე ქართული წითელი ღვინო სულ უფრო პოპულარული ხდება და უკვე, 30-ზე მეტ სავაჭრო ობიქტში იყიდება. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში გახსნილია ღვინის კულტურის სახლები, რომლებიც ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის აქტიურ კამპანიას ახორცილებენ.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss