ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
უახლოეს მომავალში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი გაიხსნება
23 მაისი, 2017, 11:33
უახლოეს მომავალში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტი გაიხსნება

თბილისი (GBC) - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას, ბინალი ილდირიმს მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა. 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბრის თემები ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავება და სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები იყო. 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებს თურქეთთან მეგობრული ურთიერთობის შემდგომ გაღრმავებას და ორ ქვეყანას შორის მჭიდრო თანამშრომლობაზე მიუთითებს საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს ფორმატიც, რომლის მეორე სხდომა დღეს გაიმართება. 

მხარეების შეფასებით, ღონისძიების ფარგლებში ორმხრივი დოკუმენტების ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სამართლებრივ ბაზას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა. ბინალი ილდირიმმა თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობიდან რამდენიმე დღეში გიორგი კვირიკაშვილის ანკარაში ვიზიტი გაიხსენა და აღნიშნა, რომ თურქეთის მთავრობა და თურქი ხალხი ამ სოლიდარობას აფასებს. 

საუბარი შეეხო საქართველო-აზერბაიჯანი-თურქეთის თანამშრომლობას სამმხრივ ფორმატში, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური დიალოგისა და სხვადასხვა სფეროში შედეგიანი თანამშრომლობის გაღრმავებას. 

ხაზი გაესვა მჭიდრო თანამშრომლობას ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო პროექტის რეალიზაციის კუთხით, რომლის ოფიციალური გახსნის ცერემონია უახლოეს მომავალში გაიმართება. 

მხარეებმა ყურადღება დაუთმეს ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას, ასევე - ისაუბრეს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის შესახებ, რომელიც წარმატებული პლატფორმაა ტრანსპორტის, ვაჭრობისა და ეკონომიკის სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების პერსპექტივების განსახილველად. 

გიორგი კვირიკაშვილმა თურქ კოლეგას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის მადლობა გადაუხადა.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები